00:14 05 დეკემბერი 2016
პირდაპირი ეთერი
112

ბათუმში 4 თვის ბავშვი გარდაიცვალა

© Sputnik/ Alexander imedashvili
შემთხვევები
მოკლე ბმულის მიღება
16 0 0

ჩვილი სოციალურად დაუცველი ოჯახიდან იყო და სიკვდილის მიზეზი, შესაძლოა, ბავშვის მოსავლელად აუცილებელი სათანადო პირობების არარსებობა ყოფილიყო.

თბილისი, 17 ოქტომბერი — Sputnik. ბათუმის ერთ-ერთ კლინიკაში 4 თვის ბავშვი გარდაიცვალა. სიკვდილის მიზეზი სავარაუდოდ პნევმონიისა და ნაწლავური ინფექციის დაგვიანებული მკურნალობა გახდა. 4 თვის ბავშვის გარდა ოჯახში ავადმყოფობდნენ უფროსი ბავშვებიც (ხუთი და ორი წლის), რომლებიც ამჟამად კლინიკაში მკურნალობას განაგრძობენ. 

„ოჯახი სახელმწიფოსგან სოციალურ დახმარებას იღებდა დაახლოებით 700 ლარის ოდენობით. არ შემიძლია დავეთანხმო იმას, რომ დედას არ ჰყოფნიდა საჭმელი შვილებისთვის, ასეთი ჩივილით მათ ჩვენთვის არ მოუმართავთ“, — უთხრეს საინფორმაციო სააგენტო „ნოვოსტი გრუზიას“ სოციალური მომსახურების სააგენტოში. 

სპეციალური კომისია ოჯახში შექმნილ მდგომარეობას სწავლობს, რის შემდეგაც გადაწყდება სხვა ოჯახში გაშვილდებიან ბავშვები თუ დედასთან დარჩებიან. 

მთავარი თემები