თბილისში უკრაინის მოქალაქემ თავი მოიკლა

© photo: Sputnik / Alexander imedashviliსასწრაფო დახმარების მანქანა
სასწრაფო დახმარების მანქანა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქალი თბილისში რამდენიმე წლის განმავლობაში ცხოვრობდა. მომხდარის შესახებ პოლიციას მეზობლებმა აცნობეს.

თბილისი, 20 სექტემბერი — Sputnik. თბილისში, გორკის ქუჩაზე, საცხოვრებელ სახლში უკრაინის მოქალაქე ჩამომხრჩვალი იპოვეს, იუწყება საინფორმაციო-ანალიტიკური პორტალი kvira.ge ქალის მეზობლებზე დაყრდნობით.

გამოცემის ინფორმაციით, 46 წლის ქალი, რომლის ვინაობა არ სახელდება, რამდენი წლის განმავლობაში თბილისში ქირით ცხოვრობდა.

საქართველოს შსს-ში მომხდარს ადასტურებენ და აცხადებენ, რომ სისხლის სამართლის საქმე აღძრულია სსკ-ის მუხლით „თვითმკვლელობამდე მიყვანა“, რაც ითვალისწინებს თავისუფლების შეზღუდვას სამ წლამდე ვადით, ან თავისუფლების აღკვეთას ორიდან ოთხ წლამდე.

ყველა ახალი ამბავი
0