სუს-ის ანტიკორუფციულმა სააგენტომ თაღლითი დააკავა

© photo: Sputnik / Anton Denisov / გადასვლა მედიაბანკშიაშშ დოლარი
აშშ დოლარი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბრალდებული თანხის გადაცემის დროს დააკავეს.

თბილისი, 26 აგვისტო — Sputnik.  სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა მოქალაქე ვახტანგ წ. დააკავეს, რომელიც დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად გამოძალვას ცდილობდა, იუწყება შს სამინისტროს პრესსამსახური.

როგორც გამოძიებით დადგინდა, ვახტანგ წ. მოქალაქეს, რომელიც პირობით სასჯელს იხდიდა, გარკვეული გასამრჯელოს სანაცვლოდ ვადაზე ადრე გათავისუფლებას დაპირდა, რისთვისაც წინაწარ 5000 აშშ დოლარი გამოართვა.

ვახტანგ წ. სწორედ თანხის გადაცემის დროს დააკავეს.

გამოძიებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო აწარმოებს.

ბრალდებულს თბილისის საქალაქო სასამართლომ ორთვიანი წინასწარი პატიმრობა მიუსაჯა.

გამოძიება თაღლითობის მცდელობის ფაქტზე მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ყველა ახალი ამბავი
0