გორში მამაკაცს თავს დათვი დაესხა

© photo: Sputnik / Asatur Yesayantsდათვი
დათვი - Sputnik საქართველო
გამოწერა
გია ჯაფარიძე ვოლიერის დამცავ ბარიერზე გადავიდა და დათვს მიუახლოვდა.

თბილისი, 24 აგვისტო — Sputnik. გორში 60 წლის მამაკაცს თავს დათვი დაესხა. მამაკაცი მძიმედ დაშავდა, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2“.

შემთხვევა ქალაქის ცენტრალურ პარკში მდებარე ზოოპარკში მოხდა. თვითმხილველების განცხადებით, გია ჯაფარიძე დამცავ ბარიერზე გადავიდა და დათვს მიუახლოვდა.

„დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა. სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანა და ამჟამად რეანიმაციაში იმყოფება“, — აცხადებს ტელეარხი.

ყველა ახალი ამბავი
0