საქართველოს მიწისძვრით დაზარალებული იტალიის დახმარება სურს

© AFP 2024 / Filippo Monteforteიტალიელი მიწისძვრის შემდეგ
იტალიელი მიწისძვრის შემდეგ - Sputnik საქართველო
გამოწერა
ევროპის სეისმოლოგიურმა ცენტრმა (EMSC) განაცხადა, რომ იტალიის ცენტრალურ ნაწილში 6,1 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა. ბოლო მონაცემებით, მიწისძვრას 24 ადამიანი ემსხვერპლა. სეისმოლოგები ახალ ბიძგებს არ გამორიცხავენ.

თბილისი, 24 აგვისტო — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა საგარეო საქმეთა სამინისტროს დაავალა, გამოარკვიოს, რით შეუძლია საქართველოს იტალიის დახმარება დამანგრეველი მიწისძვრის შემდეგ, რომელიც ქვეყნის ცენტრალურ ნაწილში მოხდა.

ევროპის სეისმოლოგიურმა ცენტრმა (EMSC) განაცხადა, რომ იტალიის ცენტრალურ ნაწილში 6,1 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა. აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის (USGS) ინფორმაციით, მიწისძვრის მაგნიტუდამ 6,2 ბალი შეადგინა. ბოლო მონაცემებით, მიწისძვრას 24 ადამიანი ემსხვერპლა. სეისმოლოგები ახალ ბიძგებს არ გამორიცხავენ.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს შენობა - Sputnik საქართველო
იტალიაში მიწისძვრის დროს საქართველოს მოქალაქეები არ დაშავებულან

„სამძიმარს ვუცხადებ იტალიის მთავრობას და იტალიელ ხალხს ამ ტრაგიკული ფაქტის გამო. მინდა საგარეო საქმეთა მინისტრს ვთხოვო, სასწრაფოდ დაამყაროს კომუნიკაცია იტალიასთან, რათა დახმარების გაწევის პროცესში საქართველომაც მიიღოს მოკრძალებული წვლილი“, — განაცხადა პრემიერმა.

მანამდე საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ იტალიაში მიწისძვრის მიზეზით დაშავებულთა და დაღუპულთა შორის საქართველოს მოქალაქეები არ არიან.

ყველა ახალი ამბავი
0