იტალიაში მიწისძვრის დროს საქართველოს მოქალაქეები არ დაშავებულან

© photo: Sputnik / Stringerსაქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს შენობა
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს შენობა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ევროპის სეისმოლოგიურმა ცენტრმა (EMSC) განაცხადა, რომ იტალიის ცენტრალურ ნაწილში 6,1 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა. აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის (USGS) ინფორმაციით, მიწისძვრის მაგნიტუდამ 6,2 ბალი შეადგინა.

თბილისი, 24 აგვისტო — Sputnik. იტალიიდან ინფორმაცია დამანგრეველი მიწისძვრის დროს საქართველოს დაშავებული ან დაღუპული მოქალაქეების შესახებ არ შემოსულა, აღნიშნულია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებ-გვერდზე განთავსებულ განცხადებაში. 

6,1 მაგნიტუდის მიწისძვრა ქალაქ პერუჯას სამხრეთ-აღმოსავლეთით ადგილობრივი დროით 3:36 საათზე მოხდა. მიწისქვეშა ბიძგები რომშიც იგრძნობოდა. ბოლო მონაცემებით, არანაკლებ 10 ადამიანია დაღუპული.

სეისმოგრაფი - Sputnik საქართველო
იტალიაში მიწისძვრა მოხდა, ხალხი ნანგრევებშია მოყოლილი

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაღუპულთა ოჯახებსა და ახლობელებს, ასევე იტალიის მთავრობასა და ხალხს სამძიმარი გამოუცხადა.

„ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, დაღუპულებსა და დაშავებულებს შორის საქართველოს მოქალაქეები არ არიან. იტალიაში საქართველოს საელჩოს მუდმივი კავშირი აქვს შესაბამის ადგილობრივ ორგანოებთან და აუცილებლობის შემთხვევაში გააკეთებს დამატებით განცხადებას“, — აღნიშნულია უწყების განცხადებაში.

იტალიაში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს საჭიროების შემთხვევაში შეუძლიათ დაუკავშირდნენ საქართველოს საელჩოს „ცხელი ხაზის“ ნომერზე: +39 333 887 91 23.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტში ასევე მოქმედებს „ცხელი ხაზი“: (+995 32) 294 50 50 — სამუშაო დღის განმავლობაში 09:00-დან 18:00 საათამდე და (+995) 577 98 40 20 — 18:00 საათის შემდეგ და დასვენების დღეებში 24 საათის განმავლობაში.

ყველა ახალი ამბავი
0