საქართველოში 140 კგ-ზე მეტი ჰეროინის შემოტანა აღიკვეთა

© Fotolia / Africa Studioჰეროინი
ჰეროინი - Sputnik საქართველო
გამოწერა
აზერბაიჯანელი მებაჟეები ირწმუნებიან, რომ ნარკოტიკების შეტანას საქართველოს გავლით უკრაინაში აპირებდნენ.

თბილისი, 15 აგვისტო — Sputnik. აზერბაიჯანელმა მებაჟეებმა სატვირთო ავტომობილის სამალავში 141,1 კგ ჰეროინი აღმოაჩინეს, რომელიც ირანიდან უკრაინაში გადაჰქონდათ საქართველოს გავლით, აღნიშნულია აზერბაიჯანის სახელმწიფო საბაჟო კომიტეტის ვებ-გვერდზე განთავსებულ განცხადებაში.

ჰეროინი - Sputnik საქართველო
მებაჟეებმა 178 კილოგრამი ჰეროინი ამოიღეს

DAF-ის მარკის სატვირთო ავტომობილი ტაჯიკეთის მოქალაქე მუჰამედემინ ისმაილოვს ეკუთვნის. ის აზერბაიჯანი-ირანის საზღვარზე, ქალაქ ასტარაში გააჩერეს.

მიმდინარეობს გამოძიება. დამნაშავეს 5-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

აგვისტოში საქართველოსა და აზერბაიჯანის უსაფრთხოების სამსახურებმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს თანამშრომლობის შესახებ, რომელიც გამოცდილებისა და ინფორმაციის გაცვლის ინტენსიფიკაციას ითვალისწინებს. დოკუმენტს საქართველოს უსაფრთხოების სამსახური ხელმძღვანელის ვახტანგ გომელაურის ბაქოში ვიზიტის დროს მოეწერა ხელი.

ყველა ახალი ამბავი
0