თბილისი, 14 აგვისტო – Sputnik. საქართველოს შსს–ს თანამშრომლებმა დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით თბილისში ერთი პირი დააკავეს.
დაკავებულია 1992 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ლ.ი.
სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, 29 აბი ნარკოტიკული საშუალება "ენ-დე-მა“ ამოიღეს, ნათქვამია შსს–ს პრეს–სამსახურის განცხადებაში.
გამოძიება მიმდინარეობს დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე (საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ა" და "დ" ქვეპუნქტით).