თბილისი, 10 აგვისტო – Sputnik. თბილისში, გამსახურდიას გამზირზე ტაქსის მძღოლი დაჭრეს, პოლიცია ინციდენტის დეტალებს არკვევს.
საინფორმაციო საშუალებების ცნობით, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლა მგზავრებთან სიტყვიერ შელაპარაკებას მოჰყვა, რომლებმაც მძღოლს მგზავრობის საფასურის გადახდაზე უარი განუცხადეს. მძღოლი მხარშია დაჭრილი და საავადმყოფოშია გადაყვანილი.
„დაჭრილია ერთი ადამიანი. პოლიციამ დროულად რეაგირება შეძლო. დადგენილია ორი პიროვნების ვინაობა. დეტალები დგინდება. მიმდინარეობს საგამოძიებო ღონისძიება“, — ციტირებს სააგენტო „ნოვოსტი-გრუზია“ შსს-ს პრეს-სამსახურის თანამშრომლის სიტყვებს.