აჭარაში მიწისძვრა მოხდა

CC BY 2.0 / Marcin Wichary / seiso sensorსეისმური მონიტორინგი
სეისმური მონიტორინგი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მიწისძვრის ეპიცენტრი ქობულეთიდან სამხრეთით 3 კმ-ში, სოფელ კვირიკესთან იყო.

თბილისი, 21 ივლისი —  Sputnik. აჭარაში 3,7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა, ნათქვამია სეისმოლოგიის მონიტორინგის ცენტრის ვებ-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

მიწისქვეშა ბიძგები ადგილობრივი დროით 05:27 საათზე დაფიქსირდა.

მიწისძვრის ეპიცენტრი ქობულეთიდან სამხრეთით 3 კმ-ში, სოფელ კვირიკესთან იყო.

საქართველო საშუალო სეისმური აქტივობის ქვეყანაა. საქართველოში ყველაზე ძლიერი მიწისძვრა, რომლის სიმძლავრეც 7 ბალი იყო, 1991 წელს რაჭაში მოხდა. ეპიცენტრში ბიძგების ინტენსივობა 9 ბალს აღემატებოდა. მიწისძვრამ 200-მდე ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, დაინგრა და დაზიანდა 46 ათასამდე საცხოვრებელი სახლი და ათასამდე საწარმოო ობიექტი.

ყველა ახალი ამბავი
0