თბილისში დედა-შვილის მკვლელობის საქმე გახსნილია

© photo: Sputnik / Vitaliy Belousov / გადასვლა მედიაბანკშიდაკავებული
დაკავებული - Sputnik საქართველო
გამოწერა
მკვლელმა დედას დანით 29, შვილს კი 16 ჭრილობა მიაყენა.

თბილისი, 27 ივლისი – Sputnik. ნონა რომანაძისა და მისი მცირეწლოვანი შვილის მარიამ მამფორიას სიკვდილის ფაქტზე სამართალდამცველებმა 1989 წელს დაბადებული გიორგი ხ. დააპატიმრეს, იუწყება შინაგან საქმეთა სამინისტროს პრეს-სამსახური.

კანონი და მართლმსაჯულება - Sputnik საქართველო
თბილისში მომხდარი ორმაგი მკვლელობის ისტორია

გიორგი ხ.-მ მიმდინარე წლის 22 თებერვალს ზემო ფონიჭალაში, საკუთარ საცხოვრებელ ბინაში ცივი იარაღით 29 ჭრილობის მიყენების შედეგად მოკლა 1972 წელს დაბადებული ნონა რომანიძე და 16 ჭრილობის მიყენების გზით — მისი მცირეწლოვანი შვილი, 3 წლის მარიამ მამფორია, რის შემდეგაც, კვალის დაფარვის მიზნით, ბინაში ხანძარი გააჩინა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

მასმედიის ინფორმაციით, ბრალდებული დედა-შვილის დაკრძალვის ცერემონიაზეც კი იმყოფებოდა.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული წარსულში ქურდობისა და განზრახ მკვლელობის მუხლებითაა ნასამართლევი. დანაშულის მოტივი უცნობია.

პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი — დანა ნივთმტკიცების სახით ამოიღო.

გამოძიება დამამძიმებელ გარემოებაში ორი პირის, მათ შორის, მცირეწლოვნის განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის მე-3 ნაწილით, რაც 16-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს).

ყველა ახალი ამბავი
0