თბილისი, 22 ივლისი — Sputnik. გარდაბნის რაიონის სოფელ ყარაჯალაში წლინახევრის ბავშვი დაიღუპა. მისი ცხედარი მშობლებმა სააბაზანო ოთახში აღმოაჩინეს.
საინფორმაციო საშუალებების ცნობით, ბავშვი წყლით სავსე აბაზანაში ჩავარდა და დაიხრჩო. ის რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, მაგრამ, მორიგე ექიმის განცხადებით, ბავშვი უკვე გარდაცვლილი იყო.
„ეს გუშინ, დღისით მოხდა. დაკავებული არავინ არის. დეტალები ჯერჯერობით უცნობია, მაგრამ გარდაცვალების ფაქტს ვადასტურებთ“, — განაცხადა საქართველოს შსს-ს პრეს-სამსახურის თანამშრომელმა მზია წიტაიშვილმა, იუწყება საინფორმაციო სააგენტო „ნოვოსტი-გრუზია“.
სისხლის სამართლის საქმე აღძრულია სსკ-ის მუხლით „სიცოცხლის მოსპობა გაუფრთხილებლობით“, რაც ხუთ წლამდე თავისუფლების შეზღუდვით ან ორიდან ოთხ წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება.
