თბილისი, 1 ივნისი — Sputnik. სამაშველო სამსახურის თანამშრომლებმარუსთავში მდინარე მტკვრიდან 35 წლის მამაკაცი ამოიყვანეს, რომელიც წყალში ხიდიდან გადახტა, იუწყება შსს–ის პრესსამსახური.
როგორც მოგვიანებით გაირკვა, რუსთავის ბინადარი ექსტრემალური ბეისჯამფინგის მოყვარული ყოფილა, გამვლელები კი, რომლებსაც მანამდე მსგავსი არაფერი ენახათ, ვითარებაში ვერ გაერკვნენ და სამაშველო სამსახური გამოიძახეს.
ექსტრემალი თავს მშვენივრად გრძნობს, თუმცა, როგორც თვითმხილველები ამბობენ, უკმაყოფილოა, რომ გართობა შეაწყვეტინეს.
