თბილისი, 1 ივნისი — Sputnik. კანადაში საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალში მონაწილეობის მისაღებად წასული სიღნაღის თეატრის მსახიობებმა სამუშაოდ იქ დარჩენა გადაწყვიტეს, იუწყება საინფორმაციო სააგენტო „Новости-Грузия“ სიღნაღის გამგებელზე, დავით ჯანიკაშვილზე დაყრდნობით.
კანადაში თერთმეტი მსახიობი იყო წასული, უკან კი მხოლოდ სამი დაბრუნდა.
„რამდენადაც ვიცი, მათ იქ დასაქმება და საათში 20 დოლარის ანაზღაურება შესთავაზეს. მათაც დარჩენა გადაწყვიტეს. ყველა მათგანმა დაწერა განცხადება სიღნაღის თეატრიდან წასვლის თაობაზე და დირექტორს გამოატანეს“, — ამბობს ჯანიკაშვილი.
თეატრის დირექტორი მურად ვაშაკიძე ასევე გახლდათ წასული კანადაში, თუმცა ის სხვა ორ მსახიობთან ერთად დაბრუნდა სამშობლოში.
როგორც გამგებელი აცხადებს, კანადაში დარჩენილების ვიზები 15 სექტემბრამდეა ძალაში.
სიღნაღის თეატრმა ფესტივალზე სპექტაკლი „მოხეტიალე დასი“ წარადგინა და სამი პრიზი აიღო: საუკეთესო სპექტაკლისთვის, საუკეთესო შესრულებისთვის და მაყურებელთა სიმპათიის პრიზი.
