დაბადების დღე ტრაგიკულად დასრულდა

© photo: Sputnikპოლიცია
პოლიცია - Sputnik საქართველო
გამოწერა
თვითმხილველთა განცხადებით, მამაკაცი, რომელიც ორმოში ჩავარდა, ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა.

თბილისი, 21 აპრილი — Sputnik. თბილისის ერთ-ერთ რაიონში ორმოში მამაკაცის ცხედარი აღმოაჩინეს, იუწყება საინფორმაციო სააგენტო „ნოვოსტი-გრუზია“ საქართველოს შსს-ს თანამშრომელზე დაყრდნობით.

თვითმხილველების განცხადებით, მამაკაცი წინა დღეს თავის დაბადების დღეს აღნიშნავდა, ნასვამი იყო და ორმოში ჩავარდა, რომელიც წყლის გამანაწილებელი ჭა აღმოჩნდა. მასში წყალი იდგა და ის დაიხრჩო. თვითმხილველებმა, რომლებმაც პოლიცია გამოიძახეს, განაცხადეს, რომ მამაკაცის სხეულზე ძალადობრივი სიკვდილის ნიშნები არ აღინიშნებოდა.

ცხედარი ექსპერტიზისთვის ქალაქის პროზექტურაში გადაასვენეს. საქმეზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე საქართველოს სსკ-ის მუხლით — თვითმკვლელობამდე მიყვანა, რაც 2-დან 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ყველა ახალი ამბავი
0