დასავლეთ საქართველოში პროკურორს თავს დაესხნენ

© photo: Sputnikპოლიცია
პოლიცია - Sputnik საქართველო
გამოწერა
ავტომობილს, რომელსაც პროკურორი ალექსანდრე გოგუაძე მართავდა, ოთხი ტყვია მოხვდა. სროლის შედეგად არავინ დაშავებულა.

თბილისი, 15 იანვარი — Sputnik. ხუთშაბათს ღამით უცნობმა პირებმა ფოთის პროკურორის ავტომანქანას ცეცხლი გაუხსნეს, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი2“.

ტელეკომპანიის ინფორმაციით, უცნობმა პირებმა შეიარაღებული თავდასხმა განახორციელეს ჯიპზე, რომელსაც თავად პროკურორი ალექსანდრე გოგუაძე მართავდა. ავტომობილს ოთხი ტყვია მოხვდა, პროკურორი არ დაჭრილა. სროლის შემდეგ თავდამსხმელები მიიმალნენ.

როგორც პროკურატურის პრესსამსახურის წარმომადგენელმა განაცხადა, აღიძრა სისხლის სამართლის საქმე საქართველოს სსკ-ის მუხლით „განზრახ მკვლელობის მცდელობა“.

პროკურატურა გამოძიების ამ ეტაპზე შემთხვევის დეტალების გავრცელებისგან თავს იკავებს. 


ყველა ახალი ამბავი
0