თბილისში სტიქიური უბედურებების ზონებში სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა

© facebook.com/AgricultureGeorgiaსადეზინფექციო სამუშაოები
სადეზინფექციო სამუშაოები - Sputnik საქართველო
გამოწერა
ამას გარდა, ზოოპარკის შესასვლელთან დაიდგა სადეზინფექციო ბარიერები, რათა შემცირდეს ბიოლოგიური საფრთხის რისკი.

თბილისი, 22 ივნისი — Sputnik. სურსათის უვნებლობის ეროვნულმა სააგენტომ წყალდიდობით დანგრეულ ზონებში ასეპტიკური და ანტისეპტიკური მეთოდებით სადეზინფექციო სამუშაოები ჩაატარა. 

სვანიძის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიები, სადაც თამაზ ელიზბარაშვილის ძაღლების კერძო თავშესაფარი მდებარეობდა, ასევე ზოოპარკის, „მზიურისა“ და „ლაგუნა ვერეს“ მოსაზღვრე ტერიტორიები „კორსოლინის“ ხსნარით დამუშავდა. 

„აღნიშნული ღონისძიება პრევენციულ ხასიათს ატარებს და სტიქიის შემდეგ ინფექციის შესაძლო გავრცელების თავიდან აცილების მიზნით ტარდება“, – იუწყება სააგენტოს პრეს–სამსახური

გარდა ამისა, ზოოპარკის შესასვლელთან დაიდგა სადეზინფექციო ბარიერები, რათა შემცირდეს ბიოლოგიური საფრთხის რისკი. 

საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო, სტიქიის შედეგად დაზარალებულ ზონებში, აუცილებლობის შემთხვევაში, განმეორებით დეზინფექციას ჩაატარებს.  

რაც შეეხება დაღუპულ ცხოველებს, ლეშის დამარხვა თბილისის მყარი ნარჩენების პოლიგონზე, ვეტერინარულ-სანიტარიული წესების სრული დაცვით ხდება. ამ დროისათვის უკვე დამარხული და განადგურებულია 91 ცხოველისა და ასზე მეტი ფრინველის ლეში. 


ყველა ახალი ამბავი
0