22:08 08 დეკემბერი 2016
პირდაპირი ეთერი
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

თბილისში კავკასიოლოგთა საერთაშორისო კონგრესი მიმდინარეობს

© Sputnik / Alexander Imedashvili
საქართველოში
მოკლე ბმულის მიღება
13 0 0

მსოფლიოს წამყვანი კავკასიოლოგები მონაწილეობენ კონფერენციაში „დამწერლობები კავკასიაში“.

თბილისი, 1 დეკემბერი- Sputnik. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, კავკასიოლოგთა IV საერთაშორისო კონგრესი გაიხსნა, რომლის თემაა „დამწერლობები კავკასიაში“.

ქართული, ალბანური და სომხური ანბანების განვითარების პერიოდიზაცია, თეორიები კავკასიის ანბანთა წარმოშობის შესახებ, წარმართული ეპოქის წერილობითი სისტემები, ერთიანი საერთაშორისო სატრანსკრიფციო სისტემა, დამწერლობა, როგორც პოლიტიკის ინსტრუმენტი — ეს და სხვა საკითხები კავკასიოლოგთა საერთაშორისო კონგრესზე განიხილება, რომელიც სამ წელში ერთხელ ტარდება.

კონგრესში მონაწილეობენ საერთაშორისო კავკასიოლოგიური კვლევითი ცენტრებისა და უნივერსიტეტების მეცნიერი მკვლევრები.

ღონისძიებას თსუ-ის რექტორი გიორგი შარვაშიძე, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარმომადგენლები, ქართველი და უცხოელი კავკასიოლოგები და სტუდენტები ესწრებიან.

კონგრესის მუშაობა არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტში 2 დეკემბერს გაგრძელდება.

კავკასიოლოგთა პირველი საერთაშორისო კონგრესი 2007 წლის ოქტომბერში ჩატარდა. კონგრესის ორგანიზატორები არიან ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის კავკასიოლოგიის ინსტიტუტი და არნოლდ  ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტი.


მთავარი თემები