ბერლინში ქართულმა კომპანიებმა ქვევრის ღვინო წარადგინეს

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliქვევრის ღვინოები
ქვევრის ღვინოები - Sputnik საქართველო
გამოწერა
კომპანიებმა „გოცას საოჯახო მეღვინეობა“, „საწნახელი“, „ნიკას ღვინო“, „ჩვენი ღვინო“, „ვარციხის ღვინის მარანი“, „ძმების მარანი“, „ტიბაანი“ და „ნათენაძის ღვინოები“ ბერლინში გამართულ გამოფენაზე ქართული ქვევრის ღვინო წარადგინეს.

თბილისი, 30  ნოემბერი – Sputnik. გერმანიის დედაქალაქ ბერლინში ჩატარებულ ბუნებრივი ღვინოების საერთაშორისო გამოფენაზე RAW Berlin (The Artisan Wine Fair) სხვადასხვა დასახელების ქართული ქვევრის ღვინო იყო წარდგენილი, იუწყება ღვინის ეროვნული სააგენტო.

გამოფენაში ქართული ღვინის მწარმოებელი 8 კომპანია მონაწილობდა.

გამოფენაზე მისულ დამთვალიერებელს შესაძლებლობა ჰქონდა დაეგემოვნებინა ქართული ღვინის კომპანიების — „გოცას საოჯახო მეღვინეობა“, „საწნახელი“, „ნიკას ღვინო“, „ჩვენი ღვინო“, „ვარციხის ღვინის მარანი“, „ძმების მარანი“, „ტიბაანი“ და „ნათენაძის ღვინოების“ ქვევრის ღვინოები.

ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, გამოფენის გახსნას საქართველოს საელჩოს უფროსი მრჩეველი ელგუჯა ხოკრიშვილი და ღვინის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლი ელენე კიკნაძე ესწრებოდნენ.

ქართული ქვევრის ღვინოები ნიუ-იორკში გამოფენაზე - Sputnik საქართველო
ნიუ-იორკში გამოფენაზე ქართული ღვინოები წარადგინეს

„გამოფენაზე ქართული ღვინის წარმოდგენა იძლევა უნიკალურ შესაძლებლობას, რომ ქვევრის ღვინო ფართო მასშტაბით წარმოჩინდეს საერთაშორისო დონეზე, მოხდეს მისი გაცნობა მეღვინოების სფეროს წარმომადგენლებისთვის“, – აღნიშნა ელენე კიკნაძემ.

გამოფენის ორგანიზატორია მსოფლიოში ცნობილი ღვინის ექსპერტი, საერთაშორისო ღვინის მაგისტრი იზაბელ ლეჟერონი (საფრანგეთი), რომლის მიწვევითაც ქვევრის ღვინო წელს წარდგენილი იყო ბუნებრივი ღვინოების გამოფენებზე დიდ ბრიტანეთში (RAW London), აშშ-ში (RAW New York) და გერმანიაში (RAW Berlin).

ყველა ახალი ამბავი
0