ქართველი პიანისტი Jacques Lemans-ის ბრენდის სახე გახდა

© photo: courtesy of Khatia Buniatishviliხატია ბუნიათიშვილი
ხატია ბუნიათიშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბრენდის მფლობელი მიიჩნევს, რომ ხატია ბუნიათიშვილი იდეალურად ესადაგება მსოფლიოში ცნობილი საათების ბრენდს.

თბილისი, 28 ნოემბერი — Sputnik. ცნობილი ქართველი პიანისტი ხატია ბუნიათიშვილი 1975 წელს დაარსებული ცნობილი ავსტრიული საათების ბრენდის Jacques Lemans-ის სახე გახდა.

„ხატია ბუნიათიშვილი პირველად ზალცბურგში ვნახეთ და მაშინვე მივხვდით, რომ ის იდეალური იქნებოდა Jacques Lemans-ისთვის. როდესაც საუბარი მის პროფესიაზე მიდგება, ის პერფექციონისტია. ის ასევე ვნებიანი და ლამაზია და თავის სცენურ სამოსში ყოველთვის ბრწყინვალედ გამოიყურება“, — განმარტა ბრენდ Jacques Lemans-ის დირექტორმა და მფლობელმა ალფრედ რიდლმა.

ქართველმა პიანისტმა უკვე 10 წლის ასაკში დაიწყო კონცერტების გამართვა ევროპაში, რუსეთში, უკრაინაში, სომხეთში, ისრაელსა და აშშ-ში. ხატია ბუნიათიშვილი 1987 წელს თბილისში დაიბადა. ფორტეპიანოზე დაკვრა დედის ხელმძღვანელობით სამი წლისამ დაიწყო თავის უფროს და გვანცასთან ერთად. ექვსი წლის იყო, როდესაც კამერულ ორკესტრთან ერთად პირველი კონცერტით წარდგა თბილისელი მსმენელის წინაშე.

ხატია და გვანცა ბუნიათიშვილები - Sputnik საქართველო
ხატია და გვანცა ბუნიათიშვილების დამატყვევებელი ლიბერტანგო

2003 წელს, როდესაც ხატია კონსერვატორიის სტუდენტი იყო, კიევში ვლადიმირ გოროვიცის ახალგაზრდა პიანისტთა საერთაშორისო კონკურსზე მას სპეციალური პრიზი გადაეცა. ასევე პირველი პრიზი მიიღო ახალგაზრდა ქართველი მუსიკოსების მხარდამჭერ კონკურსზე, რომლის დამფუძნებელიც რუსი და ავსტრიელი პიანისტი ელიზავეტა ლეონსკაიაა.

ბუნიათიშვილი ასევე Borletti-Buitoni Trust Award-ის პრემიის ლაურეატია (2010) და Echo Klassik Awards-ზე (2012) „წლის საუკეთესო ახალბედას“ წოდება მიიღო.

ხატია ბუნიათიშვილმა მონაწილეობა მიიღო ცნობილი ბრიტანული როკ-ჯგუფის Coldplay ახალი ალბომის ჩაწერაში სახელწოდებით Head Full Of Dreams.

ამჟამად ხატია პარიზში ცხოვრობს და მთელ მსოფლიოში მართავს კონცერტებს.

ყველა ახალი ამბავი
0