საქართველოში პრეზერვატივების იმპორტი 52%-ით შემცირდა

© Flickr / Writing On The Mallპრეზერვატივები
პრეზერვატივები - Sputnik საქართველო
გამოწერა
თუმცა 2010 წლიდან კონტრაცეპტივების იმპორტი მნიშვნელოვნად იზრდებოდა.

თბილისი, 28 ოქტომბერი — Sputnik. 2016 წლის იანვარ-სექტემბრის პერიოდში საქართველოში იმპორტირებულია 426,2 ათასი აშშ დოლარის ღირებულების პრეზერვატივები, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე 52%-ით ნაკლებია. ამაზე სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის“ მონაცემები მეტყველებს.

გასული წლის ანალოგიურ პერიოდში საქართველოში ექსპორტირებული პრეზერვატივების თანხა 894,4 ათას აშშ დოლარს შეადგენდა.

„საქსტატის“ მონაცემებით, მთლიანობაში, საქართველოში პრეზერვატივების იმპორტი 2010 წლიდან იზრდებოდა. თუ 2010 წელს იმპორტირებული იყო 447 ათასი აშშ დოლარის ღირებულების პრეზერვატივები, 2015 წელს ეს თანხა 1,2 მლნ აშშ დოლარს შეადგენდა.

ყველა ახალი ამბავი
0