16:14 04 დეკემბერი 2016
პირდაპირი ეთერი
არჩევნები

Sputnik-ის გამოკითხვა: არჩევნების წინასწარი შედეგები სიმართლისგან შორსაა

© AP Photo/ Shakh Aivazov
საქართველოში
მოკლე ბმულის მიღება
საქართველო 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ (34)
25 0 0

საქართველოში 8 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნები გაიმართა. წინასწარი შედეგებით, საქართველოს პარლამენტი სამი პარტიის წევრებით დაკომპლექტდება.

თბილისი, 17 ოქტომბერი —  Sputnik. Sputnik-ის მკითხველთა უმეტესობას 8 ოქტომბერს საქართველოში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების წინასწარი შედეგების არ სჯერა.

პროპორციული სისტემით ჩატარებული არჩევნების შედეგებით, მმართველმა პარტიამ „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო“ ამომრჩეველთა ხმების 48,67% მოიპოვა, ოპოზიციურმა პარტიამ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ — 27,11%, ხოლო საარჩევნო ბლოკმა „დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი — საქართველოს პატრიოტთა ალიანსი, გაერთიანებული ოპოზიცია“ – 5,01%. დანარჩენმა პარტიებმა საარჩევნო ბარიერის გადალახვა ვერ შეძლეს.

კითხვა ასეთი იყო – „როგორ აფასებთ საქართველოში გამართულ საპარლამენტო არჩევნებს?“ გამოკითხვის თანახმად, 64,3%-ის აზრით, არჩევნების შედეგები რეალობისგან შორსაა. მეორე მხრივ, მკითხველთა 25% მიიჩნევს, რომ წინასწარი შედეგები რეალობას ასახავს.

„უკეთესია საბოლოო შედეგს დაველოდოთ“ — თვლის გამოკითხულთა 3,6%. არჩევნების შედეგები კი „სულ ერთია“ 7,1%-თვის.

კენჭისყრის მეორე ტური 73 ერთმანდატიანი ოლქიდან 50-ში ჩატარდება. 23 ოლქში მმართველმა პარტიამ უკვე გაიმარჯვა.

საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურები მაჟორიტარულ ოლქებში 30 ოქტომბერს გაიმართება.

თემები:
საქართველო 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ (34)

მთავარი თემები