ნინო ანანიაშვილი ავარიაში დაშავებული რაგბისტის ოჯახს დაეხმარება

© FB/ Nutsa Guntsadzeავტოავარიაში დაშავებული გიორგი ლომინაძე და ნუცა გუნცაძე
ავტოავარიაში დაშავებული გიორგი ლომინაძე და ნუცა გუნცაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
გიორგი ლომინაძისა და ნუცა გუნცაძის დასახმარებლად 11 ოქტომბერს ოპერისა და ბალეტის თეატრის სცენაზე გალა-კონცერტი გაიმართება.

თბილისი, 10 ოქტომბერი — Sputnik. თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და თეატრის საბალეტო დასის ხელმძღვანელი, პრიმა-ბალერინა ნინო ანანიაშვილი ავტოავარიაში დაშავებული რაგბისტის გიორგი ლომინაძის ოჯახს დაეხმარება. გიორგის და კატო დასის ბალერინაა.

სარაგბო კლუბ „ლელოს“ მოთამაშე გიორგი ლომინაძე მეუღლესთან ნუცა გუნცაძესთან ერთად მიმდინარე წლის ზაფხულში, 22 ივლისს ავტოკატასტროფაში მოჰყვა. მართალია, გიორგისა და ნუცას მდგომარეობა გაუმჯობესდა, მაგრამ მათ კვლავ ესაჭიროებათ რამდენიმე ოპერაცია. თბილისის მერიამ მათთვის 80 ათასი ლარი გამოყო, ხოლო ჯანდაცვის სამინისტრომ — 20 ათასი დოლარი.

საავადმყოფოს პალატა - Sputnik საქართველო
ქართველი რაგბისტები ავტოავარიის შემდეგ საავადმყოფოში რჩებიან

გიორგი ლომინაძისა და ნუცა გუნცაძის დასახმარებლად 11 ოქტომბერს ოპერისა და ბალეტის თეატრის სცენაზე გაიმართება გალა-კონცერტი სახელწოდებით „წუთიერი ხმაური“, რა დროსაც თავად პრიმა-ბალერინაც იცეკვებს.

საღამო სამი განყოფილებისგან შედგება და თანამედროვე ქორეოგრაფიის გარდა მაყურებელი კლასიკური ბალეტის დუეტებსა და ვარიაციებსაც იხილავს. 

ნინო ანანიაშვილი საღამოზე წარმოადგენს მინიატურას ბალეტიდან „გედების ტბა“. კონცერტზე პირველად შესრულდება ქორეოგრაფ საშა ევტიმოვას ერთაქტიანი ბალეტი „იდუმალი ბაღი“, რომელიც სებასტიან პლანოსა და ოლაფურ არნალდსის მუსიკაზეა შექმნილი.

ავტოავარიაში დაშავებული გიორგისა და ნუცას დახმარება, საქველმოქმედო აქცია „წუთიერი ხმაურის“ ფარგლებში, ასევე შესაძლებელია:

•    სატელეფონო ზარით ნომერზე 0901701140 — ზარის ღირებულებაა 1 ლარი;

•    „საქართველოს ბანკის“ ანგარიშზე თანხის ჩარიცხვით. ანგარიშის ნომერია GE68BG0000000733092800 (მიმღები დავით ლომინაძე).

ყველა ახალი ამბავი
0