ქართველი დიზაინერები კოლექციებს მოსკოვში წარადგენენ

© courtesy by Tinatin Magalashviliთინათინ მაღალაშვილის კაბების ჩვენება
თინათინ მაღალაშვილის კაბების ჩვენება - Sputnik საქართველო
გამოწერა
ღონისძიების ორგანიზატორია რუსეთში მოღვაწე წარმოშობით ქართველი ბიზნესმენი ქალბატონი ნადეჟდა მოწონელი.

თბილისი, 10 ოქტომბერი — Sputnik. მოსკოველი მოდის მიმდევრები და ქართული სტილის მოყვარულები ქართველი დიზაინერების კოლექციას 15-16 ოქტომბერს გაეცნობიან, იუწყებიან ღონისძიების ორგანიზატორები.

„მოსკოვში პირველად ჩამოვლენ ცნობილი ქართველი დიზაინერები და შემოდგომა-ზამთარი 2017-ის ექსკლუზიურ კოლექციას წარმოადგენენ. ჩვენების მარგალიტი — ეროვნული კოლორიტით გაჟღენთილი, ფერთა სიუხვით გაჯერებული, ელვარე სტილის უნიკალური ხელნაკეთი ნამუშევრებია“, — ნათქვამი ორგანიზატორთა განცხადებაში.

მოსკოვში მიემგზავრებიან: თინათინ მაღალაშვილი — pret-a-porte სამოსით, ეკა ჯავახიშვილი — ეროვნული კოსტიუმის სტილში შესრულებული სამოსით, მაია მიქაშავიძე — თავისი უნიკალური სამკაულებით, ეკა ბუზალაძე — საქმიანი და casual სტილის სამოსით, მადონა ხარატიშვილი — უჩვეულო ფეხსაცმელებით.

გოგა ნიქაბაძის კოლექციის ჩვენება - Sputnik საქართველო
ქართველი დიზაინერები მოსკოვის მოდის კვირეულზე საკუთარ კოლექციებს წარადგენენ

ღონისძიების ორგანიზატორია რუსეთში მოღვაწე წარმოშობით ქართველი ბიზნესმენი ქალბატონი ნადეჟდა მოწონელი.

„რაც მეტი ქვეყანა გაეცნობა ქართველი დიზაინერების პროდუქციას, მით უკეთესი ჩვენთვის. მომავალში ვაპირებთ უფრო ხშირად გავმართოთ შოუ-რუმები მოსკოვში და ჩავრთოთ ამაში რაც შეიძლება მეტი ქართველი დიზაინერი“, — განუცხადა Sputnik-ს დიზაინერმა თინათინ მაღალაშვილმა. 

მისი თქმით, რუსეთის გარდა ქართველი დიზაინერების შოუ-რუმების გამართვის თაობაზე მოლაპარაკებები სხვა ქვეყნებთანაც მიმდინარეობს.

ყველა ახალი ამბავი
0