ჩიტაძე: სირიაში გადასვლას ახალგაზრდების დასაქმება შეაჩერებს

© photo: Sputnik / გადასვლა მედიაბანკშიპანკისის ხეობა
პანკისის ხეობა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ექსპერტი მიიჩნევს, რომ პანკისის ხეობაში ისეტი პროექტები უნდა განხორციელდეს, რომლებიც ხელს შეუწყობს ადგილობრივთა დასაქმებას.

თბილისი, 25 აგვისტო — Sputnik. პანკისის ხეობაში ჰიდროელექტროსადგურის აშენება საქართველოდან სირიასა და ერაყში წასვლის მსურველთა რაოდენობას შეამცირებს, მიაჩნია პოლიტოლოგ ნიკა ჩიტაძეს. 

„ბევრ ადამიანს, რომელიც „ისლამური სახელმწიფოს“ რიგებში საბრძოლველად მიდის, ფინანსური ინტერესი ამოძრავებს, აქედან გამომდინარე, იმ რეგიონებში, საიდანაც მოსალოდნელია საქართველოს მოქალაქეების გამგზავრება სირიისა თუ ერაყის მიმართულებით, განსაკუთრებული ყურადღება ისეთი პროექტების განხორციელებას უნდა დაეთმოს, რoომელიც მოსახლეობის დასაქმებას შეუწყობს ხელს. მაგალითად, იმავე პანკისის ხეობაში არის პირობები ჰიდროელექტროსადგურის ასაშენებლად“- თქვა ნიკა ჩიტაძემ. 

ისლამური სახელმწიფოს ბოევიკები ბათირაშვილთან ერთად - Sputnik საქართველო
თარხან ბათირაშვილის დაღუპვის ფაქტი პანკისში დაადასტურეს

პოლიტოლოგის აზრით,  იმავე პანკისის ხეობასა და ზემო აჭარაში ხელისუფლებამ მოსახლეობის ინფორმირება „ისლამურ სახელმწიფოსთან“ დაკავშირებულ საფრთხეებზეც უნდა მოხდინოს.

„ხელისუფლებას შეუძლია მედიაში სპეციალური სარეკლამო რგოლები განათავსოს და ამ გზით მოახდინოს რეგიონების მოსახლეობის ინფორმირება ტერორიზმის საფრთხეების შესახებ“ —აღნიშნა ჩიტაძემ.

სირიაში 21 წლის პანკისელი, სოფელ დუმასთურის მცხოვრები სულთან გუმაშვილი დაიღუპა. ის ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ რიგებში იბრძოდა.

გუმაშვილი სირიაში 2013 წლიდან იმყოფებოდა, სადაც მამასთან, ადამ გუმაშვილთან ერთად თურქეთიდან გადავიდა. მაშინ სულთანი 18 წლის იყო. მან სკოლის დამთავრებაც ვერ მოასწრო.

ისლამური სახელმწიფოს დროშა - Sputnik საქართველო
სირიაში „ისლამური სახელმწიფოს“ რიგებში მებრძოლი საქართველოს მკვიდრი დაიღუპა

ეს პანკისის ხეობის მკვიდრის სირიაში დაღუპვის უკვე მეხუთე შემთხვევაა. ივნისში იქ დაიღუპა 22 წლის ასლანბეგ ბორჩაშვილი და 39 წლის უმარ მარგოშვილი. ივლისში 26 წლის ბექხან (ბექა) ტოხოსაშვილისა და 34 წლის რუსლან ქავთაროვის დაღუპვის შესახებ გავრცელდა ინფორმაცია. 2012 წლის აგვისტოდან სირიაში საქართველოს 21 მკვიდრი დაიღუპა.

მათ შორის ყველაზე ცნობილი თარხან ბათირაშვილი იყო, რომლის ადგილსამყოფლის შესახებ ინფორმაციისთვის აშშ 5 მლნ აშშ დოლარს იხდიდა. ბათირაშვილი ივლისის დასაწყისში საბრძოლო მოქმედებების დროს დაიღუპა.

ყველა ახალი ამბავი
0