საქართველოში უძველესი ყურძნის წიპწები აღმოაჩინეს

© Сайт Национального музея Грузииმარნეულში არქეოლოგიური გათხრები
მარნეულში არქეოლოგიური გათხრები - Sputnik საქართველო
გამოწერა
კომპლექსური კვლევის შედეგად დგინდება, რომ ველური ვაზი ადამიანმა პირველად საქართველოს ტერიტორიაზე მოიშინაურა და კულტურული ვაზისგან ღვინო დაწურა.

თბილისი, 6 ივნისი — Sputnik. ქვემო ქართლში,სოფელ იმირის ტერიტორიაზე ჩვ. წ. აღ-მდე VI ათასწლეულით დათარიღებული, უძველესი ყურძნის წიპწები აღმოაჩინეს.

არქეოლოგიური კვლევა საქართველოს ეროვნული მუზეუმისა და ტორონტოს უნივერსიტეტის ერთობლივმა საერთაშორისო ექსპედიციამ აღმოაჩინა.

უნიკალური წარწერა, რომელიც საქართველოს არქეოლოგიური ძეგლის გრაკლიანის ტერიტორიაზე აღმოაჩინეს - Sputnik საქართველო
არქეოლოგები: საქართველოში დამწერლობა ჩვ. წ. აღ.-მდე VII საუკუნეში არსებობდა

„კომპლექსური კვლევის შედეგად დგინდება, რომ ველური ვაზი ადამიანმა პირველად საქართველოს ტერიტორიაზე მოიშინაურა და  კულტურული ვაზისგან ღვინო დაწურა. კერამიკული ჭურჭლის ანაფხეკებში აღმოჩენილია კულტურული ვაზის მტვრის მარცვლები, რაც ამ ჭურჭელში ღვინის არსებობას ადასტურებს“, — ნათქვამია საქართველოს ეროვნული მუზეუმის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

სოფელ იმერის ტერიტორიაზე მიმდინარე არქეოლოგიური სამუშაოების შედეგად ნაპოვნია სხვადასხვა შრომის იარაღი, ჭურჭელი, სამეურნეო ორმოები და სხვა.

„აღმოსავლეთ საქართველოს ნეოლითური ხანის ძეგლების არქეოლოგიური კვლევით დგინდება, რომ ამ პერიოდში საზოგადოება გადადის ცხოვრების ახალ ეტაპზე. იწყება მიწათმოქმედების აღმავლობა და ცხოველების მოშინაურების პროცესი“, — აღნიშნულია განცხადებაში.

როგორც არქეოლოგები აცხადებენ, აღმოჩენილი მასალის დამუშავება და პალეო-ბოტანიკური კვლევა კიდევ უფრო ნათელ სურათს შექმნის საქართველოს ტერიტორიაზე არსებული უძველესი მეღვინეობა-მევენახეობის კულტურის შესახებ.

ყურძენი - Sputnik საქართველო
სამცხე-ჯავახეთში უძველესი მესხური ვაზის ჯიშებს აღადგენენ

საქართველოს ეროვნული მუზეუმის, ღვინის ეროვნული სააგენტოს, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოსა და ასოციაცია „ქართული ღვინის" ერთობლივი საერთაშორისო პროექტი „ქართული ვაზისა და ღვინის კულტურის კვლევა'' ჩვენს ქვეყანაში ხელისუფლების ხელშეწყობით 2014 წლიდან ტარდება. პროგრამა ქართული ყურძნის ჯიშებისა და ქართული ღვინის პოპულარიზაციას ისახავს მიზნად.

პროექტის ფარგლებში მიმდინარეობს საველე-არქეოლოგიური გათხრები ნეოლითური ხანის ნასოფლარზე — გადაჭრილ გორაზე და საქართველოს ტერიტორიაზე აღმოჩენილი სხვადასხვა ისტორიული ეპოქების ვაზის ნაშთების ინტერდისციპლინარული კვლევა.

პროექტში ქართველ მეცნიერებთან ერთად მონაწილეობენ პენსილვანიის, მონპელიეს, მილანის, კოპენჰაგენის, ტორონტოს უნივერსიტეტის, ისრაელის ვაისმანის ინსტიტუტისა და მონპელიეს აგრარული კვლევის ინსტიტუტის მკვლევარები. პროექტის სამეცნიერო ხელმძღვანელია საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის  წევრ-კორესპონდენტი დავით ლორთქიფანიძე.

ყველა ახალი ამბავი
0