სეტყვის საწინააღმდეგო რაკეტებმა აღმოსავლეთ საქართველოში მოსავალი გადაარჩინეს

© FB / STC Deltaსეტყვის საწინააღმდეგო სისტემა
სეტყვის საწინააღმდეგო სისტემა - Sputnik საქართველო
გამოწერა
სეტყვის საწინააღმდეგო რაკეტების წყალობით კახეთში სეტყვა კი არა, წვიმა მოდის, რაც მოსავალს გადაარჩენს.

თბილისი, 24 მაისი – Sputnik.  სეტყვის საწინააღმდეგო სისტემის წყალობით ავდრის შედეგებს აღმოსავლეთ საქართველოს რამოდენიმე სოფელი გადაურჩა, იუწყება საინფორმაციო სააგენტო "Новости-Грузия".

50 რაკეტის მეშვეობით სეტყვის საწინააღმდეგო სისტემის მართვის ცენტრმა თელავის რაიონში ღრუბლები გაფანტა.

„კონკრეტული ზომები შემუშავდა და ახლა ნალექებია წვიმის, და არა სეტყვის სახით. სეტყვის საწინააღმდეგო ყველა დანადგარი სრულად არის აღჭურვილი და რაკეტების გარკვეული რაოდენობა უკვე ამოქმედდა“,- იუწყება სახელმწიფო სამხედრო-სამეცნიერო ტექნიკური ცენტრ „დელტას“ საზოგადოებასთან ურთიერთობების სამსახურის ხელმძღვანელი თამარ გვარიშვილი.

სეტყვის საწინააღმდეგო დანადგარი - Sputnik საქართველო
კახეთში მოსულმა სეტყვამ “დელტას“ დირექტორის თანამდებობა შეიწირა

მაისის შუა რიცხვებში ძლიერმა სეტყვამ კახეთის ათზე მეტ სოფელში მოსავალი გაანადგურა, რადგან სეტყვის საწინააღმდეგო სისტემი არ ფუნქციონირებდა. როგორც გაირკვა, ცენტრს სპეციალური რაკეტები არ გააჩნდა.

2015 წელს „დელტა“ სეტყვის საწინააღმდეგო რაკეტებს ბულგარეთში და მაკედონიაში ყიდულობდა. 2016 წელს ცენტრმა მათი დამოუკიდებელი წარმოების  გადაწყვეტილება მიიღო, მაგრამ თავდაცვის სამინისტრომ რაკეტების წარმოებისათვის საჭირო თანხის გადარიცხვა დროულად ვერ უზრუნველყო.

მას შემდეგ, რაც მაისში  ნათესები რამოდენიმეჯერ სეტყვამ გაანადგურა,საქართველოს  თავდაცვის მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა სეტყვის საწინააღმდეგო სისტემთან დაკავშირებული სამუშაოების საკითხების შესწავლა გენერალურ ინსპექციას დაავალა და „დელტას“ დირექტორი უჩა ძოძუაშვილი თანამდებობიდან გადააყენა.

სეტყვის საწინააღმდეგო სისტემის შესაქმნელად 2014-2015 წლებში ბიუჯეტიდან დაახლოებით 20 მილიონი ლარი დაიხარჯა. სისტემის მართვის ცენტრი  თბილისში მდებარეობს, კახეთში კი 86 საცეცხლე წერტილია განლაგებული.

ყველა ახალი ამბავი
0