ვაზიანის პოლიგონზე „ღირსეული პარტნიორი 2016“ სწავლების დასკვნითი ნაწილი მიმდინარეობს

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliსაველე სწავლება "ღირსეული პარტნიორი"
საველე სწავლება ღირსეული პარტნიორი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების რიგით მე-10 კონფერენციაზე თბილისში ჩამოსული სტუმრების ნაწილი დღეს ქართულ-ამერიკული სწავლების „ღირსეული პარტნიორი 2016“ დახურვაშიც მიიღებს მონაწილეობას.

თბილისი, 24 მაისი — Sputnik. ვაზიანის პოლიგონზე ქართულ-ამერიკული სწავლების „ღირსეული პარტნიორი 2016“ ფარგლებში დასკვნითი საჩვენებელი ნაწილი მიმდინარეობს.

თავდაცვის სამინისტროს პრეს-სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სწავლებაში მონაწილე სამხედრო მოსამსახურეები შეასრულებენ ერთობლივ ოპერაციას — ობიექტზე შეტევის ამოცანა. სწავლებაში მონაწილეობას იღებს ქართული და ამერიკული ჯავშანტექნიკა, ავიაცია და არტილერია.
დასკვნით საჩვენებელ სწავლებას საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე, ამერიკის შეერთებული შტატების არმიის ევროპული ჯარების სარდალი, გენერალ-ლეიტენანტი ბენ ჰოჯესი, ნატოს ევროპული ძალების უმაღლესი მთავარსარდლის მოადგილე, გენერალი სერ ადრიან ბრედშოუ და სხვა მაღალი რანგის სტუმრები ესწრებიან, რომლებიც საქართველოში თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციაში იღებენ მონაწილეობას.

სწავლება ღირსეული პარტნიორი - Sputnik საქართველო
საქართველოში სამხედრო წვრთნები „ღირსეული პარტნიორი“ დაიწყო

ქართულ-ამერიკული სწავლება „ღირსეული პარტნიორი“ საქართველოში წელს მეორედ ჩატარდა და ქართული ასეულის ნატოს სწრაფი რეაგირების ძალებში მონაწილეობისთვის მზადყოფნის ამაღლებასა და თანამშრომლობის გაღრმავებას, სტაბილურობის, თავდაცვა-შეტევით ოპერაციებში უნარ-ჩვევების გაუმჯობესებას, ასევე აშშ-ის, დიდი ბრიტანეთისა და საქართველოს შეიარაღებული ძალების ურთიერთავსებადობის გაძლიერებას ისახავდა მიზნად.
წვრთნები ღირსეული პარტნიორი - Sputnik საქართველო
„ღირსეული პარტნიორი 2016“-ის ფარგლებში სპორტული ღონისძიებები გაიმართა

სწავლებებში 500 ქართველი, 150 ბრიტანელი და აშშ–ის ევროპული სარდლობის 650 სამხედრო მოსამსახურე მონაწილეობს.
სწავლებებში მონაწილეობს ამერიკული სამხედრო ტექნიკა: M1A2 Abrams–ის ტიპის რვა ტანკი, Bradley–ს შვიდი ავტომობილი, C 130–ის ტიპის სამხედრო თვითმფრინავები, „ჰამერის“ ჯიპები, სამედიცინო–საევაკუაციო და სასარდლო–საშტაბო ჯავშანმანქანები.

ყველა ახალი ამბავი
0