საქართველოში საწვავზე ფასები გაიზარდა

© DSNewsსაწვავი
საწვავი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საწვავზე ფასების ზრდას იმპორტიორები ლარის კურსის გამყარებას და ნავთობპროდუქტებზე საერთაშორისო ფასების ზრდას უკავშირებენ.

თბილისი, 5 მაისი — Sputnik. ბოლო ერთი თვის განმავლობაში საქართველოს საცალო ქსელში ფასები ყველა სახის საწვავზე 5-10 თეთრით გაძვირდა. 

„ფასები გაიზარდა როგორც ბრენდირებულ ავტოგასამართ სადგურებზე, ასევე არაბრენდირებულზე“, — იუწყება საქართველოს ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი. 

საწვავი - Sputnik საქართველო
საქართველოში ნავთობპროდუქტებზე კონტროლი გაძლიერდება

პირველ რიგში ფასების ზრდა განპირობებულია საერთაშორისო ფასების ზრდით, რომელიც, სააგენტო Platt's-ის ინფორმაციით, აპრილში გაიზარდა. კერძოდ, ბოლო ორი თვის მანძილზე საერთაშორისო ფასები ბენზინზე გაიზარდა 94 დოლარით ერთ ტონაზე, ხოლო 10PPM დიზელზე – საშუალოდ 61 დოლარით ტონაზე. 

გარდა ამისა, გარკვეული როლი ითამაშა ლარის კურსის გამყარებამაც, რომელიც დოლარის მიმართ 10%-ზე მეტით გაიზარდა, განმარტავენ ნავთობიმპორტიორთა კავშირში. 

დღეისათვის ბრენდირებულ გასამართ სადგურებზე 1 ლიტრი საწვავის საშუალო ფასები ასეთია: ბენზინი „სუპერი“ — 1,70-1,88 ლარი; „პრემიუმი“ — 1,60-1,75 ლარი; „რეგულარი“ — 1,40-1,65 ლარი; დიზელი ლ-62 — 1,37-1,49 ლარი; „ევრო“ დიზელი — 1,40-1,65  ლარი. 

ხოლო არაბრენდირებულ ავტოგასამართ სადგურებზე საწვავის ფასი ერთ ლიტრზე 10-15 თეთრით ნაკლებია.

ამჟამად საქართველოში ნავთობპროდუქტების ძირითადი მომწოდებელი არიან რუმინეთი, აზერბაიჯანი, ბულგარეთი და რუსეთი. 

 

ყველა ახალი ამბავი
0