ალბინოსები და იულია ტაიცის ჯადოსნური სამყარო

გამოწერა

იულია ტაიცი ახალგაზრდა ფოტოგრაფია ისრაელიდან, რომელსაც მართლაც საინტერესო ნამუშევრები აქვს. მისი ბოლო პროექტი ალბინოს ადამიანებს ეძღვნება და ნამდვილად გამორჩეულია.

„მათი უნიკალური სილამაზე ჰიპნოზივით მოქმედებს ჩემზე. ის იმდენად სუფთაა და გასაოცარი, რომ ზღაპრებიდან, ფანტასტიკური სამყაროდან მოსულს ჰგავს“, — ამბობს ტაიცი.

ფოტოგრაფისთვის ამ პროექტზე მუშაობა უნიკალური გამოცდილება გამოდგა. ტაიცი ამაყობს საკუთარი ნამუშევრით და ამბობს, რომ ის, რასაც ფოტოებზე ხედავთ, სრულიად ბუნებრივი სილამაზეა, ვინაიდან ეს ულამაზესი ფოტოები ფოტოშოპის გარეშე შეიქმნა.

მათზე მხოლოდ თეთრია გამოყენებული, ყოველგვარი დამატებითი ფერის გარეშე. მაგრამ თეთრის უამრავი ლამაზი ტონი და ნახევარტონი ზედმიწევნით მოუხდა ამ საოცარ პროექტს და ჯადოსნური ელფერი შესძინა პროექტში დაკავებული ალბინოსების დახვეწილ, ნატიფ სილამაზეს.

1/12
ეიდანი
2/12
საჰარი
3/12
ორი
4/12
რასელი
5/12
ელირანი
6/12
საჰარი
7/12
შიმონი
8/12
მიქაელი
9/12
ზოჰარი
10/12
სეზარი
11/12
ადი
12/12
ზოჰარი
ყველა ახალი ამბავი
0