თბილისი, 21 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 21 დეკემბრისთვის დოლარის მიმართ ლარის კურსი დაადგინა 2,7831 GEL/$1 ნიშნულზე, რაც ახალი ისტორიული მინიმუმია.
წინა ნიშნულთან შედარებით, ქართული ეროვნული ვალუტის კურსი დოლარის მიმართ 0,0419 ლარით დაეცა.
საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ძირითადი ვალუტების კროსკურსი 21 დეკემბრისთვის ასეთია:
1 ევრო — 2,8902 ლარი
1 ინგლისური გირვანქა სტერლინგი — 3,4405 ლარი
1 აშშ დოლარი — 2,7831 ლარი
1 თურქული ლირა — 0,7941 ლარი
100 რუსული რუბლი — 4,5127 ლარი
1 აზერბაიჯანული მანათი — 1,5302 ლარი
1 000 სომხური დრამი — 5,7897 ლარი
10 უკრაინული გრივნა — 1,0502 ლარი
