ქართული ღვინის ექსპორტიორთა შორის რუსეთი ლიდერობს

© photo: Sputnik / STRINGERქართული ღვინო
ქართული ღვინო - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველომ ათი თვის განმავლობაში მსოფლიოს 53 ქვეყანაში 104 მლნ აშშ დოლარის ღირებულების 45,6 მილიონი ბოთლი ღვინის ექსპორტი განახორციელა.

თბილისი, 7 დეკემბერი — Sputnik. რუსეთში 2016 წლის დასაწყისიდან ქართული ღვინის ექსპორტი 48%-ით გაიზარდა — იანვარ-ნოემბრის პერიოდში საქართველოდან  რუსეთში 24,9 მილიონი ბოთლი (0,75 ლიტრი) ღვინო გაიგზავნა. მთლიანად მიმდინარე წლის დასაწყისიდან საქართველომ 45,6 მილიონი ბოთლი ღვინის ექსპორტი გნახორციელა, რაც 40%-ით აღემატება 2015 წლის მონაცემებს, ნათქვამია საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს განცხადებაში.

მიმდინარე წლის იანვარ-ნოემბრის პერიოდში საქართველომ მსოფლიოს 53 ქვეყანაში 104 მლნ აშშ დოლარის ღირებულების  ღვინო გააგზავნა, რაც 17%-ით მეტია 2015 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით. 

მინერალური წყალი - Sputnik საქართველო
საქართველომ რუსეთში მინერალური წყლის ექსპორტი გაზარდა

ჩინეთი იმპორტირებული ქართული ღვინის რაოდენობით მეორე ადგილზეა (9 მილიონი ბოთლი). ამ ქვეყანაში ექსპორტის ზრდამ 128% შეადგინა. 11 თვის მონაცემებით, უკრაინა, სადაც დაახლოებით 5,2 მილიონი ბოთლი ღვინო იქნა ექსპორტირებული, მესამე ადგილზეა. უკრაინაში ექსპორტის ზრდამ 73% შეადგინა.

ექსპორტიორი ქვეყნების პირველი ხუთეულში ასევე შევიდა ყაზახეთი — დაახლოებით 3,2 მილიონი ბოთლი და პოლონეთი — 2,1 მილიონ ბოთლზე მეტი. იანვარ-ნოემბრის პერიოდში ყაზახეთში ექსპორტი 19,4%-ით, პოლონეთში კი 47%-ით გაიზარდა.

მსოფლიოში ქართული ღვინის პოპულარობა იზრდება — საანგარიშო პერიოდში ექსპორტი ბელარუსში — 62%-ით, ესტონეთში — 37%-ით, კანადაში 30%-ით, დიდ ბრიტანეთში 25%-ით, იაპონიაში — 14%-ით და ყირგიზეთში 9%-ით  გაიზარდა. 

სატვირთო ავტომანქანა - Sputnik საქართველო
სამი კითხვა მთავარზე: ვაჭრობა რუსეთთან

უწყების მონაცემებით, საანგარიშო პერიოდში ბრენდის ექსპორტი, რომელიც მსოფლიოს 17 ქვეყანაში ხორციელდება, დაახლოებით 9 მილიონი ბოთლი  (0,5 ლიტრი) შეადგინა, რაც 37%-ით მეტია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. ფულადი გამოსახულებით სულ ექსპორტირებულია 20,1 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ბრენდი, რაც გასული წლის იანვარ-ნოემბრის პერიოდთან შედარებით 20%-ით მეტია.

მთლიანობაში, მიმდინარე წლის 11 თვის განმავლობაში,  ღვინის, ბრენდის, ჭაჭის, ღვინომასალის, ჩამოსასხმელი ბრენდისა და საბრენდე სპირტის ექსპორტის შედეგად მიღებულმა შემოსავლებმა 175,2 მლნ აშშ დოლარს მიაღწია, რაც 2015 წლის იანვარ-ნოემბრის პერიოდთან შედარებით 31%-ით მეტია.

 

 

ყველა ახალი ამბავი
0