22:09 08 დეკემბერი 2016
პირდაპირი ეთერი
სასოფლო სამეურნეო პროდუქციის გამოფენა თბილისში

თბილისში სოფლის მეურნეობის საერთშორისო გამოფენა მიმდინარეობს

© Sputnik / Alexander Imedashvili
ეკონომიკა
მოკლე ბმულის მიღება
25 0 0

აგროპროდუქციის მორიგმა გამოფენამ თბილისში 18 ქვეყნის კომპანიებს უმასპინძლა, რომელთაც თავისი პროდუქციის გარდა, ახალი ტექნოლოგიები წარმოადგინეს სოფლის მეურნეობასა და გადამამუშავებელ მრეწველობაში.

თბილისი, 1 დეკემბერი — Sputnik. თბილისის ეროვნულ საგამოფენო ცენტრში Expo Georgia  გაიხსნა სოფლის მეურნეობის, საკვები და სასმელი პროდუქციის, შემფუთველი და გადამამუშავებელი ტექნოლოგიების მე-16 საერთაშორისო გამოფენა —  AGRO FOOD DRINK TECH EXPO GEORGIA 2016. 

ყველაზე პრესტიჟული გამოფენა მიმდინარე წელს ტარდება როგორც მე-6 და მე-11 პავილიონებში, ასევე საგამოფენო ცენტრის გარე ტერიტორიაზე. 

კერძოდ, 18 ქვეყნის 150-მა კომპანიამ წარმოადგინა თავისი პროდუქცია და მომსახურება. ღონისძიების ფარგლებში, სოფლის მეურნეობის სამინისტრომ და მასში შემავალმა უწყებებმა ყველა დაინტერესებულ პირს წარუდგინეს ინფორმაცია მიმდინარე და დაგეგმილი სამთავრობო პროგრამების შესახებ. 

საგამოფენო ცენტრის მეექვსე პავილიონში 40-მდე სასოფლო სამეურნეო კოოპერატივმა საქართველოს ყველ რეგიონიდან თავისი პროდუქცია გამოიტანა გამოფენა-გაყიდვაზე. წარმოდგენილ პროდუქტებს შორისაა: თაფლი და მეფუტკრეობის პროდუქტები, ჩაი, თხილი, ჩირი, ჩურჩხელა, ყველი, მწვანილი, ბოსტნეული და ხილი. 

გამოფენა 2 დეკემბრამდე გასტანს. 

გამოფენის ორგანიზატორია ExpoGeorgia და იგი საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს დ ევროკავშირის პროგრამის ENAPRD მხარდაჭერით მიმდინარეობს. 

 

მთავარი თემები