საქართველოში ნავთობპროდუქტებსა და ავტომობილებზე აქციზი იზრდება

© Sputnik / Alexander Imedashviliავტოგასამართი სადგური
ავტოგასამართი სადგური - Sputnik საქართველო
გამოწერა
ავტომობილებსა და საწვავზე აქციზის გადასახადის გაზრდასთან ერთად მთავრობა გეგმავს ჰიბრიდულ ავტომობილებზე აქციზის გადასახადის 60%-ით დაწევას და ელექტრომობილების იმპორტის დაბეგრვისგან გათავისუფლებას.

თბილისი, 30 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს მთავრობა 2017 წლის 1 იანვრიდან იმპორტირებულ ავტომობილებსა და ნავთობპროდუქტებზე აქციზის გადასახადს გაზრდის, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა.

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის“ ინფორმაციით, საქართველოში მსუბუქი ავტომობილები და ნავთობპროდუქტები ძირითადი იმპორტირებული საქონლის სიაში არიან.

„გაიზრდება იმპორტირებულ ავტომობილებზე აქციზის გადასახადი და მინდა აღვნიშნო, რომ ის რეგიონის ქვეყნებში არსებულ განაკვეთებზე რამდენჯერმე დაბალი იქნება. ასევე გაიზრდება ნავთობპროდუქტების სააქციზო გადასახადიც“, — განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. 

20-ლარიანი - Sputnik საქართველო
საქართველოს მთავრობა ეროვნული ვალუტის გამყარების გეგმას ასაჯაროებს

ნავთობპროდუქტების მოხმარება ავტომობილების რაოდენობის ზრდასთან ერთად იზრდება, რაც უარყოფითად აისახება ეკოლოგიურ მდგომარეობაზე, ართულებს დიდ ქალაქებში თავისუფლად გადაადგილების შესაძლებლობას, დასძინა მან.

როგორც საქართველოს ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა განაცხადა, 1 ტონა ბენზინზე აქციზის გადასახადი 250 ლარიდან 500 ლარამდე გაიზრდება, 1 ტონა დიზელზე — 150-დან 400 ლარამდე, ხოლო 1000 კუბომეტრ ბუნებრივ აირზე — 80-დან 200 ლარამდე.

ამასთან, პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ აქციზის გადასახადი ჰიბრიდულ ავტომობილებზე 60%-ით დაიწევს, ხოლო ელექტრომობილების იმპორტი დაბეგრვისგან გათავისუფლდება. 

2016 წლის იანვრიდან ოქტომბრის ჩათვლით პერიოდში საქართველოში 374,3 მლნ აშშ დოლარის ღირებულების მსუბუქი ავტომობილების და 476 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ნავთობპროდუქტების იმპორტი განხორციელდა.

ყველა ახალი ამბავი
0