საქართველოს მთავრობა ეროვნული ვალუტის გამყარების გეგმას ასაჯაროებს

© photo: Sputnik / Alexander Imedashvili20-ლარიანი
20-ლარიანი - Sputnik საქართველო
გამოწერა
2017 წლის 1 იანვრიდან საქართველოში ფიზიკურ პირებზე იპოთეკური კრედიტების აშშ დოლარში გაცემა აიკრძალება, ხოლო უცხოურ ვალუტაში უძრავი ქონების უზრუნველყოფით აღებული სესხების კონვერტირება ეროვნულ ვალუტაში მოხდება.

თბილისი, 30 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს მთავრობამ და ეროვნულმა ბანკმა ეროვნული ვალუტის კურსის შეკავებისა და დოლარიზაციის დონის დაწევის მიზნით გეგმა შეიმუშავეს.

ეროვნული ბანკის მონაცემების თანახმად, 1 ნოემბრისთვის ლარში გაცემული კრედიტების მოცულობა კრედიტების საერთო მოცულობის 36,19%-ს შეადგენს, ხოლო ეროვნულ ვალუტაში დეპოზიტების მოცულობა — 30,32%-ს.

აშშ დოლარში კრედიტების აკრძალვა

საქართველოში 2017 წლის 1 იანვრიდან 100 ათას ლარამდე ფარგლებში იპოთეკურ კრედიტებს მხოლოდ ეროვნულ ვალუტაში გასცემენ, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ახალი მთავრობის პირველ სხდომაზე. 

20 ლარი - Sputnik საქართველო
საქართველოში ონლაინ-კრედიტები აიკრძალება

„2017 წლის 1 იანვრიდან 100 ათას ლარამდე იპოთეკური სესხების გაცემა ლარში მოხდება, შემდეგ წელს კი — 200 ათას ლარამდე სესხი გაიცემა ეროვნულ ვალუტაში“, — განაცხადა კვირიკაშვილმა.

კრედიტების კონვერტაცია ეროვნულ ვალუტაში

ფიზიკურ პირებზე გაცემული იპოთეკური კრედიტები, რომლებიც 2015 წლის 1 იანვრამდე უცხოურ ვალუტაშია გაცემული, ეროვნულ ვალუტაში დაკონვერტირდება, რაც შესამჩნევად შეამცირებს ეროვნულ ვალუტაზე ზეწოლას, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. 

ამასთან, მთავრობა იმედს გამოთქვამს, რომ შემოთავაზებული ღონისძიებები ხელს შეუწყობს ეროვნული ვალუტის გამყარებას.

„მიღებული ზომების შედეგად დაიწევს ქვეყნის ეკონომიკის უცხოურ ვალუტაზე დამოკიდებულება და კურსის რყევა მოსახლეობის ფინანსურ მდგომარეობაზე ნაკლებად მოახდენს გავლენას, რის შედეგადაც ჩვენი მოქალაქეები უკეთესად შეძლებენ საკუთარი ფინანსების მართვას“, — აღნიშნა კვირიკაშვილმა.

„ამ გეგმის თანახმად, ფიზიკურ პირებზე 2015 წლის 1 იანვრამდე უცხოურ ვალუტაში გაცემული კრედიტები, რომელთა უზრუნველყოფა უძრავი ქონებით მოხდა, კურსის შესაბამისად ლარში გადავა“, — განაცხადა პრემიერმა.

მისი განმარტებით, თუ კურსი 1 დოლარის მიმართ 2,5 ლარი იქნება, კრედიტის კონვერტაცია მოხდება კურსით — 2,3 ლარი.  

გიორგი მარგველაშვილი - Sputnik საქართველო
პრეზიდენტი შეშფოთებულია ეროვნული ვალუტის მკვეთრი გაუფასურებით

„ამ კრედიტებზე სესხის წინსწრებით დაფარვის საკომისიო გაუქმდება. გადაწყვეტილების მიღების შემდეგ ბანკებმა ათდღიან ვადაში უნდა აცნობონ ყველა იმ კლიენტს, ვისაც პოტენციურად ეხება აღნიშნული გადაწყვეტილება, რაც ლარის კურსზე ზეწოლას მნიშვნელოვნად დასწევს“, – აღნიშნა კვირიკაშვილმა.

კონვერტაციისას ერთ ბანკში ერთ კლიენტზე გათვლილი იქნება 100 ათასი ლარის ოდენობის სუბსიდია, რომელიც ვალუტის კურსში განსხვავებას დაფარავს, განაცხადა პრემიერმა.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის დიმიტრი ქუმსიშვილის სიტყვებით, მოცემული აქცია მთლიანად შეეხება 31 ათას ადამიანს და ნაწილობრივ დაახლოებით 2 ათას ადამიანს, იმ ფიზიკურ პირებს, რომლებსაც აშშ დოლარში აქვთ იპოთეკური სესხები.

რეკლამის ფასები – აუცილებლად ლარში

„რეკლამის შესახებ“ კანონში ცვლილებები შევა, რომლის თანახმად, სავალდებულო იქნება, რომ საქონელზე ფასები ეროვნულ ვალუტაში გამოქვეყნდეს, აღნიშნა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.

ამასთან, კვირიკაშვილის სიტყვებით, პარალელურად სხვა ვალუტაში ფასების მითითებაზე აკრძალვა არ იქნება.

„მაგალითად, სამშენებლო კომპანიამ ფასები ლარში უნდა გამოაცხადოს და, სურვილის შემთხვევაში, ნებისმიერ სხვა ვალუტაში“, — განაცხადა პრემიერმა.

ლარი ვარდნას განაგრძობს

ვალუტის კურსის სტაბილიზაციისათვის მთავრობის მიერ კონკრეტული წინადადებების წამოყენების შენდეგ ეროვნული ვალუტა ვარდნას აგრძელებს, აშშ დოლარის მიმართ ოფიციალური კურსი კიდევ 0,0233 ლარით დაიწია. 

ფულის კუპიური - Sputnik საქართველო
კალაძე: დოლარში აღებულ კრედიტებს, ეროვნულ ვალუტაში გადაიყვანენ

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის გაცვლითი კურსი დოლარის მიმართ 30 ნოემბრისთვის 2,5311 ₾/1$ ნიშნულზე დაადგინა, რაც ახალი ისტორიული მინიმუმია.

2016 წლის 1 ნოემბრიდან ლარი აშშ დოლარის მიმართ 5,1%-ით დაეცა.

თუმცა, ხელისუფლება იმედს გამოთქვამს, რომ შემოთავაზებული ღონისძიებები ხელს შეუწყობს ეროვნული ვალუტის გამყარებას.

„მიღებული ზომების შედეგად დაიწევს ქვეყნის ეკონომიკის უცხოურ ვალუტაზე დამოკიდებულება, კურსის რყევა ნაკლებად მოახდენს გავლენას ადამიანების ფინანსურ მდგომარეობაზე და ჩვენი მოქალაქეები თავად შეძლებენ საკუთარი ფინანსების მართვას“, — განაცხადა კვირიკაშვილმა.

ყველა ახალი ამბავი
0