01:51 07 დეკემბერი 2016
პირდაპირი ეთერი
დოლარის კუპიურები

ანდრია გვიდიანი: მთავრობამ დოლარში უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვა უნდა აკრძალოს

© Sputnik/ Антон Денисов
ეკონომიკა
მოკლე ბმულის მიღება
29 0 0

საქართველოს მთავრობა აპირებს უახლოეს ხანებში წარმოადგინოს დედოლარიზაციის გეგმა, რომელიც ეროვნული ვალუტის გამყარებას შეუწყობს ხელს.

თბილისი, 28 ნოემბერი — Sputnik. ქართულ ეკონომიკაში დოლარიზაციის მაღალი მაჩვენებელი მნიშვნელოვანი პრობლემაა, მიაჩნია „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის“ ანალიტიკოსს ანდრია გვიდიანს. 

„იმის გამო, რომ სესხების დაახლოებით 70% დოლარშია გაცემული, მოსახლეობა ვალუტის კურსის რყევებს ძალიან მტკივნეულად აღიქვამს. ამიტომ მიმაჩნია, რომ დედოლარიზაციას პროცესის დაწყება მთავრობის მხრიდან ძალიან დროული და ადეკვატური ნაბიჯია“, — აღნიშნა ანდრია გვიდიანმა. 

ანალიტიკოსის თქმით, მხოლოდ კონკრეტული სტრატეგიის შემუშავების შემდეგ გახდება ცნობილი, თუ რა მეთოდებით აპირებს მთავრობა ამ პრობლემასთან ბრძოლას. 

„მთავრობამ ამ მიმართულებით მკაფიო და ხისტი ნაბიჯები უნდა გადადგას. ჩემი აზრით, დედოლარიზაციისთვის წამახალისებელი იქნება, თუ დოლარში გასაცემ სესხებზე ლიმიტები დაწესდება“, — განაცხადა ანდრია გვიდიანმა. 

ანალიტიკოსის აზრით, კიდევ ერთი ეფექტური ნაბიჯი ამ პრობლემასთან ბრძოლაში ბაზარზე დიდი გარიგებების, კერძოდ, უძრავი და მოძრავი ქონების დოლარში ყიდვა-გაყიდვის აკრძალვა იქნება. 

საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2016 წლის 1 ნოემბრისათვის საქართველოს კომერციულ ბანკებს მოქალაქეებზე 37,5 ათასი კრედიტი აქვთ გაცემული უცხოურ ვალუტაში ჯამში 563,5 მილიონ ლარზე (234,8 მილიონ დოლარზე).

დოლარის კურსი ლარის მიმართ ზრდას განაგრძობს. 2016 წლის 1 ნოემბრიდან იგი 4,1%-ით გაიზარდა და 29 ნოემბერს 1 დოლარზე 2,5078 ლარი შეადგინა.

ნატა პატარაია

მთავარი თემები