ქართული ღვინის კულტურას პოლონეთის ღვინის აკადემიის სკოლაში შეისწავლიან

© Sputnik / Alexander Imedashviliქართული ღვინოები
ქართული ღვინოები - Sputnik საქართველო
გამოწერა
მოვაწერეთ ხელი მემორანდუმს, რომლის თანახმადაც, ერთ-ერთ სასწავლებელში ქართული ღვინის შესახებ ლექციებს წაიკითხავენ, განაცხადა სამანიშვილმა.

თბილისი, 24 ოქტომბერი — Sputnik. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ღვინის ეროვნულ სააგენტოსა და პოლონეთის მევენახეობა-მეღვინეობის განვითარების ფონდს შორის (Galicja Vitis) თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რაც პოლონეთის ღვინის აკადემიის სკოლაში ქართული ღვინის კულტურისა და მისი ისტორიის შესწავლას ითვალისწინებს.

მემორანდუმი ემსახურება ქართული ღვინის პოპულარიზაციის ხელშეწყობას პოლონეთში სხვადასხვა მარკეტინგული ღონისძიებებისა და საგანმანათლებლო აქტივობების მეშვეობით, ნათქვამია ღვინის ეროვნული სააგენტოს ვებ-გვერდზე განთავსებულ განცხადებაში.

„პოლონეთი ჩვენი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ბაზარია… ასევე ყოველწლიურად მზარდია პოლონეთიდან ღვინის ტურიზმი. დღეს მოვაწერეთ ხელი მემორანდუმს, რომლის თანახმადაც, ერთ-ერთ სასწავლებელში ქართული ღვინის შესახებ ლექციებს წაიკითხავენ“, — განაცხადა ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ გიორგი სამანიშვილმა და დასძინა, რომ ქართული მხარე მათ ინფორმაციისა და სარეკლამო მასალის მიწოდებით მაქსიმალურად დაეხმარება.

ქართული ღვინო - Sputnik საქართველო
ქართული ღვინის პოპულარობა მსოფლიოში იზრდება

სამანიშვილი იმედოვნებს, რომ მემორანდუმი პოლონეთში ქართული ღვინის პოპულარიზებასა და ექსპორტის გაზრდას შეუწყობს ხელს.

ორგანიზაცია Galicja Vitis პოლონეთში ერთ-ერთი უდიდესი საერთაშორისო ღვინის კონკურსის Wine Contest GALICJA VITIS-ის დამფუძნებელია. ფონდის წარმომადგენელი, პოლონელი ღვინის თემაზე მწერალი და ენოლოგი ვოიჩეკ ბოსაკი (Wojciech Bosak), თავის მხრივ, აცხადებს, რომ ქართული ღვინო საკმაოდ პოპულარულია პოლონეთში, სადაც მაღაზიებში, ღვინის სახლებსა და რესტორნებში ქართული ღვინის ფართო არჩევანია.

„საქართველო სულ უფრო და უფრო პოპულარული ხდება პოლონელი ტურისტებისთვის… ჩვენი მეღვინეობა-მევენახეობის ხელშემწყობი ფონდის მიზანია მიაწოდოს საზოგადოებას მეტი ინფორმაცია ქართული ღვინის შესახებ, როგორც მწარმოებლებს, ასევე მომხმარებლებს… ჩვენ გავაცნობთ ქართულ ღვინოს ჩვენი პროფესიული მეღვინეობის სკოლის სტუდენტებს“, — აღნიშნა ბოსაკმა.

© FL/ tomasz przechlewskiქართული ღვინის მარანი
ქართული ღვინის მარანი - Sputnik საქართველო
ქართული ღვინის მარანი

მისი თქმით, ზოგიერთმა პოლონელმა მეღვინემ უკვე დაიწყო ღვინის დაყენება ქართული — კახური მეთოდით.

საქართველოსთვის პოლონეთი ღვინის ექსპორტის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ბაზარს წარმოადგენს. ის ექსპორტიორი ქვეყნების ხუთეულშია. 2016 წლის 9 თვის მონაცემებით, საქართველოდან ამ ქვეყანაში ექსპორტირებულია 1,6 მლნ ბოთლზე მეტი ღვინო, რაც გასულის წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 47%-ით აღემატება.

ყველა ახალი ამბავი
0