მსოფლიო ბანკი რეფორმების კუთხით საქართველოს მხარდაჭერას განაგრძობს

© photo: Sputnikგიორგი კვირიკაშვილი
გიორგი კვირიკაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მსოფლიო ბანკი დადებითად აფასებს საქართველოში მიმდინარე და დაგეგმილ სტრუქტურულ რეფორმებს და მზად არის, ამ მიმართულებით საქართველოს მხარდაჭერა მომავალშიც განაგრძოს.

თბილისი, 22 ოქტომბერი – Sputnik. მსოფლიო ბანკი მხარს უჭერს საქართველოს მთავრობას რეფორმების ოთხპუნქტიანი გეგმის განხორციელების პროცესში, აღნიშნეს საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილისა და სამხრეთ კავკასიაში მსოფლიო ბანკის რეგიონული დირექტორის, მერსი ტემბონის შეხვედრისას, იუწყება პრემიერის პრეს–სამსახური.

მერსი ტემბონმა, მსოფლიო ბანკის სახელით, საქართველოში ბიზნესის განვითარების მხრივ მიღწევები აღნიშნა და განაცხადა, რომ ეს პროგრესი მსოფლიო ბანკის ჯგუფის ბიზნესის წარმოების ყოველწლიურ ანგარიშში უახლოეს მომავალში აისახება.

გიორგი კვირიკაშვილი - Sputnik საქართველო
პრემიერი:საქართველო ღია ეკონომიკის ქვეყანაა

ასევე აღინიშნა, რომ ქვეყანაში ბოლო ოთხი წლის განმავლობაში მნიშვნელოვანი წინსვლა შეინიშნება სიღარიბის დაძლევის კუთხით.

გარდა ამისა, მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა მთავრობის მეთაურს საპარლამენტო არჩევნების თავისუფალ და დემოკრატიულ გარემოში ჩატარება მიულოცა.

მთავრობის ოთხპუნქტიანი გეგმა ითვალისწინებს: ეკონომიკური განვითარების ხელშემწყობ რეფორმებს და სამუშაო ადგილების შექმნას, განათლების რეფორმას, რომელიც ეკონომიკურ განვითარებაზე იქნება ორიენტირებული, რეგიონებისა და ინფრასტრუქტურის განვითარებას და მმართველობის რეფორმას, რომელიც უზრუნველყოფს სახელმწიფო სტრუქტურების ეფექტურობასა და მეტ გამჭვირვალობას.

ყველა ახალი ამბავი
0