16:12 04 დეკემბერი 2016
პირდაპირი ეთერი
პაატა ბაირახტარი

აფბა: უცხოეთში მცხოვრები ქართველების შემოსავალი გაიზარდა

© FB/ PAATA BAIRAXTARI
ეკონომიკა
მოკლე ბმულის მიღება
3210

საქართველოში ფულადი გადარიცხვების მოცულობამ მიმდინარე წლის სექტემბერში 100,2 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც 13,1%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიური პერიოდის მონაცემებს.

თბილისი, 19 ოქტომბერი — Sputnik. ქართულ კომერციულ ბანკებში ელექტრონული სისტემებით განხორციელებული ფულადი გადარიცხვების მოცულობის ზრდა მეზობელ ქვეყნებში ეკონომიკური სიტუაციის გაუმჯობესებით არის განპირობებული, მიაჩნია ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის ანალიტიკოს პაატა ბაირახტარს.

ფულადი გადარიცხვების მოცულობამ მიმდინარე წლის სექტემბერში 100,2 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც 13,1%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიური პერიოდის მონაცემებს.

„წინა წლის ანალოგიურ პერიოდში ეკონომიკურმა კრიზისმა ჩვენი რეგიონის ბევრი ქვეყანა მოიცვა, ეს კი, თავის მხრივ, იმ ჩვენი თანამოქალაქეების შემოსავლებზეც აისახა, რომლებიც საქართველოს ფარგლებს გარეთ შრომობენ. წელს უკვე სიტუაციამ მეტ-ნაკლებად გამოსწორება დაიწყო და სწორედ ამან მოგვცა გადმორიცხვებში ზრდა“, — განუცხადა პაატა ბაირახტარმა Sputnik-საქართველოს.

საქართველოში ფულადი გადარიცხვების მოცულობით ლიდერობს რუსეთი. სექტემბერში ამ ქვეყნიდან 34,9 მილიონი დოლარი გადმოირიცხა.

პაატა ბაირახტარის თქმით, შარშან გარკვეული პრობლემები რუსეთის ეკონომიკასაც ჰქონდა, რაც ძირითადად ნავთობის ფასის მკვეთრი ვარდნით იყო განპირობებული. წელს კი სიტუაცია ამ ქვეყანაშიც დასტაბილურდა.

მთავარი თემები