2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტს ძველი პარლამენტი განიხილავს, ახალი კი დაამტკიცებს

© Sputnik / Alexander Imedashviliსახელმწიფო პარლამენტი
სახელმწიფო პარლამენტი - Sputnik საქართველო
გამოწერა
2017 წლის ბიუჯეტი დაგეგმილია ეკონომიკური ზრდის 4%-იანი და ინფლაციის 4%-იანი პროგნოზით.

თბილისი, 19 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს პარლამენტმა დაასრულა 2017 სლის სახელმწიფო ბიუჯეტის პირველადი პროექტის განხილვა. მომავალ წელს სახელმწიფო ბიუჯეტში შემოსავლებისა და ასიგნებების საერთო მოცულობა 10,555 მილიარდი ლარის დონეზე იგეგმება. 

პროექტის პირველადი განხილვა ჯერ კიდევ მოქმედ პარლამენტში ჩატარდა, ხოლო საბოლოოდ ქვეყნის მთავარ ფინანსურ დოკუმენტს მეცხრე მოწვევის კანონმდებელთა ახალი შემადგენლობა დაამტკიცებს. 

საპარლამენტო არჩევნები 8 ოქტომბერს ჩატარდა. 

ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური - Sputnik საქართველო
სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილი გადაჭარბებით შესრულდა

მომავალი წლისთვის ბიუჯეტის ძირითად პრიორიტეტებს კვლავაც ჯანდაცვა და სოციალური სფერო, განათლება და ინფრასტრუქტურული პროექტები წარმოადგენს, შესაბამისად, ფინანსურ დოკუმენტში სწორედ ამ მიმართულებების დაფინანსების გაზრდაა გათვალისწინებული, განაცხადა ბიუჯეტის პროექტის პარლამენტში წარდგენისას ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძემ. 

მისი ინფორმაციით, ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლი 4 %-ს შეადგენს, ასევე, 4 %-ს შეადგენს მშპ-ს და მშპ-ის დეფლატორის პროგნოზიც. შემოსავლების ნაწილი სახელმწიფო ბიუჯეტში 8 მილიარდ 715 მლნ ლარის ოდენობითაა განსაზღვრული. ფინანსთა მინისტრის მოადგილის თქმით, გათვალისწინებულია მოგების გადასახადის რეფორმა, რომლის მიხედვითაც კერძო სექტორში დარჩება დაახლოებით 500 მლნ ლარის ოდენობის რესურსი და ეს თანხა, ერთის მხრივ, დანაზოგების ზრდას და მეორეს მხრივ, ინვესტიციების განხორციელებას მოხმარდება.

მინისტრის მოადგილის განცხადებით, ბიუჯეტის პროექტის პირვანდელი დოკუმენტი პარლამენტში განხილვების შემდეგ გადასამუშავებლად ფინანსთა სამინისტროს დაუბრუნდება და ნოემბრის ბოლოსთვის საკანონმდებლო ორგანოში საბოლოო დამტკიცებისთვის მნიშვნელოვნად გადამუშავებული სახით დაბრუნდება.

 

ყველა ახალი ამბავი
0