იაპონიაში ქართული მაწვნით დაინტერესდნენ

© photo: courtesy of Matsoni house"მაწვნის სახლი"
მაწვნის სახლი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ტოკიოში გამართულ გამოფენაში შვიდი ქართული კომპანია მონაწილეობდა.

თბილისი, 10 ოქტომბერი — Sputnik. იაპონიის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე JATA–2016 ქართულმა მაწონმა ინტერესი გამოიწვია, იუწყება საინფორმაციო სააგენტო Новости-Грузия ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციაზე დაყრდნობით.

რძის წარმოება - Sputnik საქართველო
თბილისში რძის პირველი კონგრესი ჩატარდა

ტოკიოში გამართულ გამოფენაში შვიდი ქართული კომპანია მონაწილეობდა. სტუმრებს სამი დღის განმავლობაში ჰქონდათ ქართული მაწვნისა და ღვინის დაგემოვნების შესაძლებლობა.

გამოფენის პარალელურად ასევე ჩატარდა სემინარი, რომელზეც იაპონურ და ინგლისურ ენებზე საქართველოს ტურისტული პოტენციალის პრეზენტაცია მოეწყო. სემინარს ესწრებოდნენ იაპონელი ტუროპერატორები და ტურიზმის სფეროს წარმომადგენლები.

ტოკიოს გამოფენაში 141 ქვეყნის 1 161 კომპანია მონაწილეობდა. JATA–2016-ს წელს რეკორდული რაოდენობის დამთვალიერებელი ჰყავდა — 185 800 კაცი.

ყველა ახალი ამბავი
0