საქართველოში ტრანსპორტის სფეროში ფასების კლება დაფიქსირდა

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliავტობუსი
ავტობუსი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ამასთან ფასებმა მოიმატა სურსათსა და უალკოჰოლო სასმელებზე.

თბილისი, 4 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოში ტრანსპორტის სფეროში მომსახურებაზე ერთი თვის განმავლობაში ფასები 1%-ით დაიწია, ნათქვამია ეროვნული სტატისტიკის სამსახურის („საქსტატი“) განცხადებაში.

საზოგადოებრივი ტრანსპორტისათვის გამოყოფილი ზოლები - Sputnik საქართველო
თბილისში საზოგადოებრივი ტრანსპორტისათვის გამოყოფილი ზოლები გაჩნდა

სექტემბრის თვეში, აგვისტოს თვის მონაცემთან შედარებით, ფასების კლება შეიმჩნევა ავეჯზე, საოჯახო ნივთებზე, სახლის მოვლაზე (0,5%), გარდა ამისა კლება დაფიქსირდა დასვენების, გართობისა და კულტურის სფეროში (0,1%) და ასევე სასტუმროების, კაფეებისა და რესტორნების სფეროში (0,3%).

ამ პერიოდში ფასების მატება დაფიქსირდა სურსათსა და უალკოჰოლო სასმელებზე (0,9%), თამბაქოსა და ალკოჰოლურ სასმელებზე (0,2%), ტანსაცმელსა და ფეხსაცმელზე (0,5%), ჯანდაცვისა (0,1%) და განათლების სფეროში (0,5%), კავშირგაბმულობაზე (0,3%) და კომუნალურ მომსახურებაზე (0,8%).

საქართველოში 2016 წლის სექტემბერში ინფლაციამ 0,3% შეადგინა.

ყველა ახალი ამბავი
0