კონკურენტუნარიანობის ინდექსში საქართველომ შვიდი საფეხურით აიწია

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliთბილისი
თბილისი - Sputnik საქართველო
გამოწერა
კონკურენტუნარიანობის გლობალურ ინდექსში საქართველოს მაჩვენებლები, წინა რეიტინგთან შედარებით, 12 პარამეტრიდან 10 პარამეტრის მიხედვით გაუმჯობესდა, ხოლო 2 მაჩვენებლით – გაუარესდა.

თბილისი, 29 სექტემერი — Sputnik. საქართველოს პოზიცია კონკურენტუნარიანობის გლობალურ ინდექსში 7 საფეხურით გაუმჯობესდა და ქვეყანა 66-ე ადგილიდან 59-ე ადგილზე გადავიდა 138 სახელმწიფოს შორის. ამ მონაცემებს მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი აქვეყნებს ანგარიშში Global Competitiveness Index 2016-2017. რეიტინგის მაქსიმალური შეფასებაა 7 ქულა, საქართველოს პოზიცია 4,3 ქულით ფასდება. 

გლობალური კონკურენტუნარიანობის ინდექსი სამ ძირითად ბლოკს მოიცავს (საბაზისო მონაცემები, ეფექტურობის მაჩვენებელი და ინოვაციური განვითარება) 12 მაჩვენებლიდან, რომლითაც ფასდება ინფრასტრუქტურა, მაკროეკონომიკური სტაბილურობა, სანიტარული პირობები, საბაზისო განათლება, შრომითი ბაზრის მდგომარეობა ქვეყანაში და ა.შ. საბოლოო ჯამში, ქვეყნის კონკურენტუნარიანობის შეფასება 100-ზე მეტი პარამეტრით ხდება. 

აშშ დოლარი - Sputnik საქართველო
საქართველოში ინვესტიციებმა რეკორდი მოხსნა

საქართველოს წინსვლა რეიტინგში განპირობებული იყო შემდეგი ფაქტორების გაუმჯობესებით: ქვეყანამ 4 საფეხურით გააუმჯობესა საბაზისო მონაცემები და 46-ე ადგილზე გადავიდა; მაკროეკონომიკური გარემო გაუმჯობესდა 11 საფეხურით (41-ე ადგილი); ეფექტურობის მაჩვენებელი 8 საფეხურით გაუმჯობესდა (69-ე ადგილი); ტექნოლოგიური მიღწევები გაუარესდა 8 პოზიციით (65-ე ადგილი); ფინანსური ბაზრის განვითარება გაუმჯობესდა 14 პოზიციით (58-ე ადგილი); უმაღლესი და პროფესიული განათლება გაუმჯობესდა 17 საფეხურით (64-ე ადგილი).

საქართველოს მეზობლებიდან აზერბაიჯანმა რეიტინგში 37-ე ადგილი დაიკავა, რუსეთი 43-ე ადგილზეა, უკრაინა — 85-ე ადგილზე, სომხეთი — 79-ე ადგილზე, თურქეთი — 55-ე ადგილზე.

რეიტინგის ლიდერია შვეიცარია, მას მოჰყვებიან სინგაპური, აშშ, ნიდერლანდები, გერმანია, შვედეთი, დიდი ბრიტანეთი, იაპონია, ჰონგ-კონგი, ფინეთი. რეიტინგის ბოლოში მოხვდნენ ჩადი, მავრიტანია და იემენი. 

ყველა ახალი ამბავი
0