საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვა 17%-ით გაიზარდა

© FB / Ministry of Agriculture of Georgiaპროდუქციის დატვირთვა ექსპორტისთვის
პროდუქციის დატვირთვა ექსპორტისთვის - Sputnik საქართველო
გამოწერა
შვიდ თვეში იმპორტი 25%-ით გაიზარდა, ხოლო ექსპორტი 12%-ით შემცირდა.

თბილისი, 15 აგვისტო — Sputnik. საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვამ იანვარ-ივლისის პერიოდში 6,5 მილიარდ აშშ დოლარზე მეტი შეადგინა (არაორგანიზებული ვაჭრობის გაუთვალისწინებლად), რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მონაცემზე 17%-ით მეტია.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის“ წინასწარი მონაცემების თანახმად, რომელიც გამოქვეყნებულია უწყების ვებ-გვერდზე, მიმდინარე წლის შვიდ თვეში ექსპორტმა 1,1 მლრდ აშშ დოლარზე მეტი შეადგინა, რაც 2015 წლის იანვარ-ივლისის პერიოდის მონაცემზე 12%-ით ნაკლებია.

ღვინის მაღაზია თბილისში - Sputnik საქართველო
ქართული ღვინის ექსპორტი რუსეთში 50%-ით გაიზარდა

საქართველოს ექსპორტის სტრუქტურაში აღნიშნულ პერიოდში ძირითადი ადგილი უკავია ფეროშენადნობებს, მსუბუქ ავტომობილებს, შავი ლითონის ჯართს, დამუშავებულ და ნახევრადდამუშავებულ ოქროს, ტყისა და სხვა სახის თხილს და ა.შ.

იანვარ-ივლისში იმპორტმა დაახლოებით 5,4 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 25%-ით მეტია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.

იმპორტის სტრუქტურაში ძირითადი ადგილი უკავია ნავთობსა და ნავთობპროდუქტებს, მსუბუქ ავტომობილებს, ნავთობის გაზსა და აირად ნახშირწყალბადებს, მარცვლეულს, ელექტროტრანსფორმატორებსა და სამკურნალო საშუალებებს.

საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 4,3 მლრდ დოლარზე მეტი შეადგინა, რაც მთლიანი საგარეო ბრუნვის 66%-ია.

ყველა ახალი ამბავი
0