„მეგობრობის ხიდის“ მშენებლობაზე ტენდერი გამოცხადდა

© photo: Sputnikმდინარე
მდინარე - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველო–სომხეთის საზღვარზე ხიდი იმ სახსრებით აშენდება, რასაც ორი ქვეყნის მთავრობები ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისგან მოიზიდავენ.

თბილისი, 11 აგვისტო – Sputnik. საქართველოს–სომხეთის საზღვარზე, საკონტროლო–გამშვებ პუნქტზე ხიდის დაპროექტებასა და მშენებლობაზე ტენდერი გამოცხადდა, იუწყება საინფორმაციო სააგენტო „ნოვოსტი–გრუზია“ რეგიონული განვითარების სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციაზე დაყრდნობით.

ტენდერის ვადა 20 სექტემბრამდე გაგრძელდება ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის სისტემაში Client E- Procurement Portal. კონტრაქტორი კომპანიების შერჩევისას პირველ ეტაპზე განიხილება მხოლოდ პრეტენდენტების ტექნიკური წინადადებები, მეორე ეტაპზე – დაზუსტებული და განახლებული ტექნიკური წინადადებები, ასევე კომერციული განაცხადები.

კონტრაქტის რეალიზება, სავარაუდოდ, მიმდინარე წლის 28 დეკემბერს დაიწყება და სამნახევარ წელიწადს გასტანს, მათ შორის 18 თვე მოხმარდება პროექტირებასა და მშენებლობას, ხოლო 24 თვე – გამოვლენილი დეფექტების აღმოფხვრას.

პროექტს ევროპის ბანკი დააფინანსებს, ხოლო კრედიტს საქართველო და სომხეთი თანაბრად გადაიხდიან.

შეთანხმებას მდინარე დებედზე ახალი ხიდის მშენებლობაზე ორი ქვეყნის მთავრობებმა 2014 წლის დეკემბერში მოაწერეს ხელი.

ოქმის თანახმად, რომელსაც ხელი ორი ქვეყნის მთავრობების მეთაურებმა მოაწერეს, ახალ ხიდს „მეგობრობის ხიდი“ დაერქმევა.

ყველა ახალი ამბავი
0