საქართველოში მიწისქვეშა გაზსაცავის პროექტირების მეორე ფაზა დაიწყო

© photo: Sputnikგაზის გამანაწილებელი სადგური
გაზის გამანაწილებელი სადგური - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს გაზისა და ნავთობის კორპორაცია დამატებით გეოლოგიურ კვლევებს ჩაატარებს გაზსაცავის მშენებლობის ადგილზე.

თბილისი, 11 აგვისტო — Sputnik. სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციამ“ (სნგკ) საქართველოში გაზის მიწისქვეშა საცავის პროექტის განვითარების მეორე ფაზა დაიწყო. პროექტის პირველი ეტაპის ფარგლებში ჩატარებულმა ტექნიკურ-ეკონომიკურმა შესწავლამ ერთმნიშვნელოვნად დაადასტურა, რომ სამგორის სამხრეთი თაღის უკვე ათვისებულ ნავთობის საბადოზე შესაძლებელია 300 მილიონ კუბურ მეტრამდე მოცულობის გაზსაცავის მშენებლობა, იუწყება საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია.

უწყების განცხადების თანახმად, აღნიშნულმა შესწავლამ ასევე ცხადყო, რომ პროექტის სამშენებლო სამუშაოების დაწყებამდე აუცილებელია დამატებითი გეოლოგიური კვლევების ჩატარება სამგორის საბადოს სამხრეთ თაღზე, რაც ითვალისწინებს ამ საბადოზე ორი ახალი ჭაბურღილის გაბურღვას დაახლოებით 2500 მეტრამდე სიღრმეზე, დამატებითი გეოლოგიური ინფორმაციის მოპოვებას და მის ანალიზს. მოპოვებული ინფორმაციისა და მისი ანალიზის შედეგებზე დაყრდნობით მოხდება გაზსაცავის საბოლოო საინჟინრო პროექტის შემუშავება.

ოვიკ აბრამიანი - Sputnik საქართველო
მთავრობათაშორისი კომისია ირანული გაზის საქართველოში ტრანზიტის საკითხს განიხილავს

გაზსაცავის პროექტის განხორციელების აღნიშნული ფაზის საინჟინრო მომსახურების გასაწევად შეირჩა ფრანგული სპეციალიზებული საინჟინრო კომპანია „ჯეოსტოკი“, რომელმაც სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან 18 თვის ვადაში უნდა შეასრულოს. ჭაბურღილების საბურღი სამუშაოების შემსრულებელ კომპანიას სნგკ დამოუკიდებელი ტენდერის საფუძველზე შეარჩევს. 

გაზსაცავის პროექტის განვითარების მეორე ფაზის დასრულების შემდეგ უშუალოდ სამშენებლო სამუშაოების დაწყება 2018 წლის დასაწყისში იგეგმება, დასრულება კი — 2020 წლისთვის, იმ პერიოდისთვის, როდესაც საქართველოს მიერ „შაჰ-დენიზის“ გაზსადენიდან მისაღები გაზის მოცულობები მნიშვნელოვნად გაიზრდება.

გაზსაცავის მშენებლობის დაფინანსება განხორციელდება როგორც სნგკ-ის შიდა წყაროებიდან, ასევე, საერთაშორისო საფინანსო და დონორი ორგანიზაციებიდან მოზიდული თანხებით. აღნიშნულ საკითხზე კორპორაცია აქტიურ მოლაპარაკებებს აწარმოებს კომერციულ ბანკებთან, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან და კერძო კომპანიებთან. დაფინანსების ერთ-ერთ საშუალებად აგრეთვე განიხილება კორპორაციის მიერ ევროობლიგაციების განთავსება საფონდო ბირჟებზე.

სამცხე-ჯავახეთი - Sputnik საქართველო
„ქართული ციმბირის“ მოსახლეობა ბუნებრივ აირს მიიღებს

საქართველო ერთადერთი ქვეყანაა რეგიონში, რომელსაც გაზსაცავი არ გააჩნია, რაც მნიშვნელოვან პრობლემებს ქმნის როგორც გაზის მიწოდების დაუგეგმავი შეწყვეტის, ასევე მიწოდებასა და მოხმარებას შორის არსებული სეზონური დისბალანსისა და პიკური მოხმარების პერიოდში ქვეყნის გარედან მომწოდებელი კომპანიების მიერ გაზის არასაკმარისი მოცულობის მოწოდების გამო.

გაზსაცავი თბილისთან ახლოს, სამგორის სამხრეთი თაღის დაცლილ საბადოზე აშენდება და მასში 300 მილიონ კუბურ მეტრამდე მოცულობის ბუნებრივი გაზის შენახვა იქნება შესაძლებელი, რაც დღევანდელი მთლიანი წლიური მოხმარების დაახლოებით 15%-ს შეადგენს.

ყველა ახალი ამბავი
0