TABAN Airlines-ი ირანსა და საქართველოს შორის ჩარტერულ ფრენებს იწყებს

© photo : courtesy of TABAN AirlinesTABAN Airlines თვითმფრინავი
TABAN Airlines თვითმფრინავი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ირანული ავიაკომპნია რეისებს განახორციელებს ისპაჰანიდან, თეირანიდან და მაშადიდან თბილისში, ხოლო თეირანიდან და თავრიზიდან – ბათუმში.

თბილისი, 24 მაისი — Sputnik. ირანული ავიაკომპანია TABAN Airlines-ი ივნისიდან ირანსა და საქართველოს შორის ჩარტერულ ფრენებს შეასრულებს. ახალი ავიაკომპანია ისპაჰანი-თბილისი-ისპაჰანისა და თეირანი-თბილისი-თეირანის მიმართულებით კვირაში ორჯერ იფრენს. მაშადი-თბილისი-თავრიზი, თეირანი-ბათუმი-თეირანისა და თავრიზი-ბათუმი-მაშადის მიმართულებით ახალი ავიაკომპანია კვირაში ერთხელ შეასრულებს რეისებს.

თვითმფრინავი - Sputnik საქართველო
ჩინური ჰოლდინგი ქუთაისში ავიაკომპანიას ქმნის

საქართველოში ფრენების შესრულებისთვის ნებართვა ავიაკომპანიას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ უკვე მიანიჭა.

„ირანული ავიაკომპანია TABAN Airlines-ის საქართველოს ავიაბაზარზე შემოსვლა საქართველოს ტურისტული ზონების მიმართ ირანელი ვიზიტორების მხრიდან დაინტერესების ზრდამ განაპირობა. ავიაკომპანიის ფრენები ძირითადად ქვეყნის მიმართულებით ტურისტული ჯგუფების ტრანსპორტირებაზე იქნება ორიენტირებული“, – აღნიშნავენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში.

საქართველოსა და ირანის ისლამურ რესპუბლიკას შორის საჰაერო მიმოსვლა 2016 წლის 26 თებერვლიდან აღდგა. აღნიშნული პერიოდიდან დღემდე ავიაკომპანიების ATA Airlines-ისა და Qeshm Airlines-ის მომსახურებით თეირანსა და თბილისს შორის განხორციელებული ავიარეისებით 6 987 მგზავრმა ისარგებლა.

ყველა ახალი ამბავი
0