კახეთში ყურძნის გადამუშავების 25 წლიანი რეკორდი მოხსნეს

© photo: Sputnik / გადასვლა მედიაბანკშიკახეთი - ქართული ღვინის სამშობლო
კახეთი - ქართული ღვინის სამშობლო - Sputnik საქართველო
გამოწერა
24 სექტემბრის მონაცემებით, სულ გადამუშავებულია 50 ათას ტონამდე ყურძენი. მათ შორის, 21 ათას ტონამდე რქაწითელი, 22 ათას ტონამდე საფერავი, 1,6 ათას ტონამდე კახური მწვანე და 6,2 ათას ტონამდე სხვა ჯიშის ყურძენი. კახეთის რეგიონში ყურძნის რეალიზაციის შედეგად მიღებულმა შემოსავლებმა 30 მლნ ლარს მიაღწია.

თბილისი, 24  სექტემბერი — Sputnik. ბოლო 25 წლის მანძილზე რეკორდული  რაოდენობის — 6 722 ტ ყურძენი გადამუშავდა დღეღამურად 23 სექტემბერს კახეთის რეგიონში, იტყობინება საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ეროვნული სააგენტო ხუთშაბათს, 24 სექტემბერს. 

 24 სექტემბრის მონაცემებით, სულ გადამუშავებულია 50 ათას ტონამდე ყურძენი. მათ შორის, 21 ათას ტონამდე რქაწითელი, 22 ათას ტონამდე საფერავი, 1,6 ათას ტონამდე კახური მწვანე და 6,2 ათას ტონამდე სხვა ჯიშის ყურძენი. კახეთის რეგიონში ყურძნის რეალიზაციის შედეგად მიღებულმა შემოსავლებმა 30 მლნ ლარს მიაღწია. 

კახეთი - Sputnik საქართველო
რთველი მთავრობასა და "ნაციონალურ მოძრაობას" შორის კონფლიქტის მიზეზი გახდა

 რთველი შეფერხების გარეშე კახეთის ყველა მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს. ყურძნის გადამუშავების პროცესში ჩართულია ღვინის მწარმოებელი 74 კომპანია, მათ შორის,  სახელმწიფოს მიერ დაქირავებული 18 ღვინის საწარმო. 

  „რთველი 2015“-ის ორგანიზების მიზნით, 25 აგვისტოს თელავში საკოორდინაციო შტაბი გაიხსნა, რომელიც ხელს უწყობს სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და მევენახეთა და მეწარმეთა კომუნიკაციას. შტაბის ხელმძღვანელად დანიშნულია ღვინის საერთაშორისო სააგენტოს ხელმძღვანელი გიორგი სამანიშვილი. 

 ყურძნის მოსავლის წლევანდელი საპროგნოზო მაჩვენებელი 30%-ით აჭარბებს შარშანდელ ანალოგიურ მაჩვენებელს. 

რთველი - Sputnik საქართველო
ექსპერტი: ხელისუფლების მიერ სუბსიდირებამ მევენახეებში ცრუ იმედების ატმოსფერო შექმნა

 „რთველი 2014“-ის ფარგლებში, საქართველოში 124 ათას 606 ტონა ყურძენი მოიკრიფა, ხოლო მოსახლეობის შემოსავალმა 175,3 მილიონი ლარი შეადგინა. რთველის დაწყებიდან — 20 აგვისტოდან, ყურძნის მიღება-გადამუშავებაში 65 ღვინის კომპანია მონაწილეობდა. სულ დარეგისტრირდა 87 კომპანია. 

 „რთველი 2015“-ის ფარგლებში, მიუხედავად ბიუჯეტის კორექტირებისა, სახელმწიფომ მიიღო გადაწყვეტილება „რქაწითელის“, „კახური მწვანესა“ და „საფერავის“ სუბსიდირებაზე.

 


ყველა ახალი ამბავი
0