წყალტუბოში ბალნეოლოგიური სარეაბილიტაციო ცენტრი გაიხსნა

გამოწერა
პროექტის განხორციელებაზე 5 მლნ ლარი (2,3 მლნ აშშ დოლარი) დაიხარჯა. ცენტრის მშენებლობაზე, რომელზეც ადგილობრივი მოსახლეობა იყო დასაქმებული, ქართული სამშენებლო მასალები იქნა გამოყენებული.

თბილისი, 21 ივლისი — Sputnik. წყალტუბოს ცენტრალურ პარკში ბალნეოლოგიურ–სარეაბილიტაციო ცენტრი გაიხსნა. ცენტრის შენობა სამსართულიანია და საერთაშორისო სტანდარტებს შეესაბამება. ახალი ცენტრის გახსნის ცერემონიას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დაესწრო, იუწყება საქართველოს პრემიერის პრეს-სამსახური.

”პროექტის განხორციელებაზე 5 მლნ ლარი (2,3 მლნ აშშ დოლარი) დაიხარჯა. ცენტრი აშენდა ქართული სამშენებლო მასალებით და აქ დასაქმდა ადგილობრივი მოსახლეობა”, — განაცხადა ღარიბაშვილმა და აღნიშნა, რომ  ამ ცენტრის გახსნით წყალტუბოს ის ისტორიული ფუნქცია უბრუნდება, რომლითაც კურორტი ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდში გამოირჩეოდა.

ბალნეოლოგიურ-სარეაბილიტაციო ცენტრი დღეში 300-500 პაციენტს მოემსახურება. პაციენტები მიიღებენ კვალიფიცირებულ სამედიცინო დახმარებას. 


ყველა ახალი ამბავი
0