ქართული ხელოვნება მოსკოვში: „ფიროსმანიდან დღევანდელობამდე“

© Алена Савельеваგამოფენა მოსკოვში "ფიროსმანიდან დღემდე"
გამოფენა მოსკოვში ფიროსმანიდან დღემდე - Sputnik საქართველო
გამოწერა
მოსკოვში დასრულდა გამოფენა „ფიროსმანიდან დღევანდელობამდე“. სახელმწიფო გეოლოგიური მუზეუმის ერთ-ერთი დარბაზი ორი კვირის განმავლობაში ქართული ფერწერის გზამკვლევად იქცა.

„Sputnik-საქართველოს“ კორესპონდენტი ალიონა საველიევა გამოფენის განსაკუთრებულობის შესახებ ორგანიზატორებს ესაუბრა.

ექსპოზიცია 22 ნოემბერს საზეიმოდ გაიხსნა რუსი და ქართველი პოლიტიკოსებისა და ხელოვნების მოღვაწეების მონაწილეობით. გამოფენის სტუმრებს სხვადასხვა მიმართულების — კუბიზმიდან რეალიზმამდე — 60-მდე ნამუშევრის დათვალიერება შეეძლოთ. ორგანიზატორთა თქმით, დიდი ხნის ხარვეზის შემდეგ ეს მოსკოვში ქართველი მხატვრების პირველი ჯგუფური გამოფენა იყო. 

თემურ ივანეიშვილი, გამოფენის ორგანიზატორი, საქართველოს დამსახურებული არტისტი: „რუსეთსა და საქართველოს ყოველთვის ბევრი საერთო ჰქონდათ, მათ შორის კულტურული კავშირები. ბოლო დროს ქვეყნებს შორის რთული პოლიტიკური ურთიერთობებია, მაგრამ ჩვენ რუსულ-ქართულ ურთიერთობებში მხოლოდ კარგის შემოტანას ვცდილობთ. ამიტომაც მეგობრებთან ერთად ამ გამოფენის მოწყობა გადავწყვიტეთ. მოსკოვის მთავრობისგან მხარდაჭერის მიღება სასიამოვნო იყო. გამოფენის გახსნის დღეს, სადაც ნანი ბრეგვაძემ და ეკა მამალაძემ იმღერეს, რუსი პოლიტიკოსებიც მოვიდნენ“.

© Алена Савельеваოლეგ ტიმჩენკოს ნახატი
ოლეგ ტიმჩენკოს ნახატი - Sputnik საქართველო
ოლეგ ტიმჩენკოს ნახატი

გამოფენაზე 18 ქართველი მხატვრის ნამუშევრები იყო წარმოდგენილი – ზურაბ ნიჟარაძის, რადიშ თორდიას, ნიკო გაბუნიას, ბუბა არაბულის, ამირან კუპრავას, კოკა ცხვედიანის, ავთანდილ თოფურიას, ჯემალ კუხალაშვილის, ზურაბ გიკაშვილის, ამირან ისიანის, რუსუდან ხიზანიშვილის (გობეჯიშვილი), ოლეგ ტიმჩენკოს, ლეონიდ სემეიკოს, მამუკა ცეცხლაძისა, აგრეთვე დამსახურებული მხატვრების — ლადო გუდიაშვილის, ელენე ახვლედიანის, ვალერიან სიდამონ-ერისთავისა და სერგო ფარაჯანოვის ტილოები. გამოფენის ზოგიერთმა სტუმარმა ნიკო ფიროსმანის „შავი ლომის“ ნახვაც კი მოახერხა, რომელიც ექსპოზიციაზე მხოლოდ ორი დღის მანძილზე იყო გამოფენილი. ამ სურათმა სახელი იმით გაითქვა, რომ მისი ავთენტურობა მხოლოდ 2011 წელს დადასტურდა. 

© Алена Савельеваზურაბ ნიჟარაძის ნახატი "თბილისური კუთხე"
ზურაბ ნიჟარაძის ნახატი თბილისური კუთხე - Sputnik საქართველო
ზურაბ ნიჟარაძის ნახატი "თბილისური კუთხე"

ქართველი მხატვრების ნამუშევრები მრავალფეროვნებით გამოირჩეოდა — რეალიზმის, კუბიზმის, აბსტრაქციონიზმისა და ექსპრესიონიზმის სტილში იყო შესრულებული. საკუთარი ნამუშევრების შესახებ მხატვარი ავთანდილ თოფურია საუბრობს, რომელიც  გამოფენის გახსნის ღონისძიებაზე დასასწრებად  მოსკოვში სპეციალურად ჩავიდა.

ავთანდილ თოფურია: „მოსკოვში ხუთი სურათი ჩამოვიტანე, რომლებიც კუბიზმის და აბსტრაქციონიზმის სტილშია შესრულებული. ეს ისეთი სტილია, რომელშიც ნებისმიერი დამთვალიერებელი სხვადასხვა მნიშვნელობას ხედავს. ჩემი ნახატები ჩემ განწყობას ასახავენ. ზოგჯერ მთელი კვირა არაფერს ვხატავ, მერე კი უცებ ღამით ვდგები და ხატვას ვიწყებ“. 

© Алена Савельеваავთანდილ თოფურიას ნახატები
ავთანდილ თოფურიას ნახატები - Sputnik საქართველო
ავთანდილ თოფურიას ნახატები

ავთანდილ თოფურიას გარდა გამოფენას ამირან ისიანიც სტუმრობდა. თითქმის ყველა წარმოდგენილი ავტორი თბილისის სამხატვრო აკადემიის აღზრდილია. თუმცა ისინი ერთმანეთისაგან არა მარტო ჟანრით და სტილით განსხვავდებიან, არამედ ასაკითაც. ყველაზე ტიტულოვანი მხატვრები ზურაბ ნიჟარაძე და რაშიდ თორდია არიან, რომლებიც 80-90 წლის არიან. თუმცა, ნიჟარაძის კაშკაშა სურათების დათვალიერებისას ავტორის ასაკის დაჯერება რთულია.

ექსპოზიციაზე ახალგაზრდა მხატვრების ნამუშევრებიც იყო წარმოდგენილი — რუსუდან ხიზანიშვილი (გობეჯიშვილი) და ბუბა არაბული. მიუხედავად ასაკისა (35 წელი, რედ.), მათ ძალიან ძლიერი და ემოციური ნამუშევრები აქვთ. მუზეუმში წარმოდგენილი იყო ჯემალ კუხალაშვილის ნამუშევრები, რომელიც მოსკოვში ჯერ კიდევ 90-იან წლებში გამოიფინა. ასევე აბსტრაქციის ოსტატის კოკა ცხვედიანის ტილოები. ცხვედიანის ნამუშევრების დასათვალიერებლად დიზაინერებიც კი მივიდნენ. 

© Алена Савельеваფერწერის რუსული სკოლის წარმომადგენლის, ნიკა გაბუნიას ნახატი
ფერწერის რუსული სკოლის წარმომადგენლის, ნიკა გაბუნიას ნახატი - Sputnik საქართველო
ფერწერის რუსული სკოლის წარმომადგენლის, ნიკა გაბუნიას ნახატი

ნანა ზაალიშვილი, გამოფენის კურატორი, გალერეა Sfumato-ს დირექტორი: „საქართველოდან 64 ნამუშევარი ჩამოვიტანეთ. ქართული ხელოვნება ემოციურობით გამოირჩევა — ყველა ნამუშევარი ძალიან სიღრმისეულია. გამოფენისთვის ორი თვე ვემზადებოდით, რათა ყველა ღირსეული მხატვრის ნამუშევრისთვის მოგვეყარა თავი. ჩემი გაგებით ღირსეული მხატვარი — ეს მხატვარი-მოაზროვნეა, რომლის ყოველი ნამუშევარი განსხვავებულია. უყურებ მათ და ფიქრობ, ნუთუ ეს ერთმა ადამიანმა დახატა. ასეთ ოსტატებს განეკუთვნება, მაგალითად, ზურაბ გიკაშვილი. ბევრი მათგანი ახალგაზრდა უკვე აღარ არის, მაგრამ ისინი სულ ძიებაში არიან, ამიტომაც მათ მოაზროვნეებს ვუწოდებ“. 

© Алена Савельеваგამოფენის კურატორი, გალერეის "Sfumato" დირექტორი ნანა ზაალიშვილი
გამოფენის კურატორი, გალერეის Sfumato დირექტორი ნანა ზაალიშვილი - Sputnik საქართველო
გამოფენის კურატორი, გალერეის "Sfumato" დირექტორი ნანა ზაალიშვილი

ორგანიზატორების თქმით, გამოფენამ წარმატებით ჩაიარა — ზოგიერთი დამთვალიერებელი ექსპოზიციის დასათვალიერებლად მეორედ მივიდა. გამოფენის პერიოდში, რომელიც ორი კვირის განმავლობაში გაგრძელდა, მოსკოველებმა ათამდე სურათი შეიძინეს. ამ მასშტაბის მეორე გამოფენა გაზაფხულის ბოლოს იგეგმება.

ყველა ახალი ამბავი
0